საქართველოს პრეზიდენტი სოფელ წილკანში გაემგზავრა. გიორგი მარგველაშვილი ცხინვალის იზოლატორში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს პირადად მიუსამძიმრებს. მანამდე კი პრეზიდენტმა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა სწორედ ამ თემით გახსნა.
„ჩვენი ძმა, რომელიც წლების განმავლობაში იცავდა გლობალურ მშვიდობას, რამდენიმე საათის წინ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოკლეს. ის იყო ქართველი ჯარისკაცი, მსახურობდა საერთაშორისო მისიებში, სამწუხაროდ ის გაიტაცეს და მოკლეს“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა 2018 წლის 22 თებერვალს დააკავეს. ოსური მედიის ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ცხინვალის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
კომენტარები