20 წლის ანა ნაცვლიშვილის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი 108-ე მუხლით წარედგინა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. როგორც დაკავებულის ადვოკატი აცხადებს, ლადო გრიგალაშვილი დუმილის უფლებას იყენებს და ბრალს არ აღიარებს.
ნაირა ოტიაშვილის თქმით, საქმეში ფიგურირებს შავი ფერის BMW-ს მარკის ავტომობილი, რომლის მძღოლის ვინაობაც დადგენილი არ არის. ადვოკატის ინფორმაციით, გარდაცვლილს ავტომობილის მფლობელთან ახლო ურთიერთობა აკავშირებდა.
„საქმეში ფიგურირებს შავი BMW-ს მძღოლი, რომელსაც ამ ეტაპზე ასევე ვერ დავასახელებ და არის რაღაც სხვა ურთიერთობები. გარდაცვლილსა და BMW-ს მძღოლს შორის იყო ინტიმური ურთიერთობა. ლადოს მიერ ნამდვილად არ არის მოკლული”, – განაცხადა ოტიაშვილმა.
მისივე თქმით, გამოძიებას გრიგალაშვილის მიმართ იქიდან გამომდინარე გაუჩნდა ეჭვი, რომ მოკლული მისი შეყვარებულია და გრიგალაშვილს მასთან ღამის 04:00 საათამდე სატელეფონო მიმოწერა ჰქონდა.
თემქაზე 20 წლის გოგონა გარდაცვლილი გუშინ, გამთენიისას ნახეს. გუშინვე მკვლელობის ბრალდებით მისი შეყვარებული, ლადო გრიგალაშვილი დააკავეს.
კომენტარები