NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“ეს ამბავი გზავნილი უნდა იყოს მშობლებისთვის, რომ რამენაირად მოიცალონ და როგორმე შეძლონ ბავშვებისთვის მარტივი ოცნებების ახდენა”

“ეს ამბავი გზავნილი უნდა იყოს მშობლებისთვის, რომ რამენაირად მოიცალონ და როგორმე შეძლონ ბავშვებისთვის მარტივი ოცნებების ახდენა”

23 თებ 2018 ახალი ამბები, სოციალური მედია 876 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ხაშურიდან თბილისში გამოპარული ბავშვის, დავით ნოზაძის ზოოპარკში სტუმრობის შესახებ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია “ფეისბუქში” წერს.

“დღეს დათო გვყავდა სტუმრად. ხაშურელი ბიჭი, ზოოპარკის დასათვალიერებლად რომ გამოიპარა თბილისში. ზოოპარკში პატრულის იმ ეკიპაჟმა მოიყვანა, რომელმაც გუშინ იპოვა ქუჩაში.

როგორ შეიძლება, აღვწეროთ ემოცია ბავშვისა, რომელიც ზოოპარკის დათვალიერებაზე ოცნებობდა და სიცოცხლეში პირველად მიეცა ამის საშუალება? წარმოიდგინეთ, ასე თქვა, ზოოპარკში ჩამოსვლა იმიტომ მინდოდა, რომ დავრწმუნებულიყავი, ცხოველები მართლა არსებობდნენ, თუ არაო. აქამდე მხოლოდ ტელევიზორში ჰყოლია ნანახი და არ სჯეროდა, რომ ისინი რეალურები იყვნენ და არა – გამოგონილები, ან დახატულები. ეგ კი არა, ირემი რომ მიუახლოვდა მოსაფერებლად, გადაცმულია თუ ნამდვილიო, იკითხა. ხშირად ისმის – ხოლმე შეკითხვა, ზოოპარკი რა საჭიროაო?! საჭირო ყოფილა – თურმე… ფოტოები და ფილმები კარგია, მაგრამ როცა ამ ყველაფერს საკუთარი თვალით ხედავ და შეიგრძნობ, ზუსტად იმგვარი აღფრთოვანება გეუფლება, როგორც დათოს. დღეს.

ზოოპარკი დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ დაათვალიერებინა. უბრალო დათვალიერება კი არ იყო, ცხოველებს ვოლიერებში ესტუმრა. ლემურები, სპილოები, აქლემი, ალპაკები და ირემი გამოკვება, გველებს და ეუბლეფარს მოეფერა… გველის შეეშინდა თავიდან და ექსკურსიის ბოლოს უკან მიგვაბრუნა ეგზოტარიუმში – პირველი შიში ინტერესმა დაძლია. ანთებული თვალებით ეხებოდა გველს და თან კითხულობდა – „ნამდვილია? ნამდვილია?“. ლომები მოეწონა ძალიან. რომ გამოლაგდა ეს ჩვენი ულამაზესი პრაიდი, ასე აღმოხდა გაოცებულს – „ბიიიიჭოოოოოო“!

მშობლების უკითხავად გამოპარვა, თავისთავად, სულაც არაა მისაბაძი საქციელი. ეს ამბავი გზავნილი უნდა იყოს მშობლებისთვის, რომ რამენაირად მოიცალონ და როგორმე შეძლონ ბავშვებისთვის მათი ბავშვური, მარტივი ოცნებების ახდენა. მაგალითად იმგვარის, როგორიც ცოცხალი გარეული ცხოველების ნახვაა ზოოპარკში და მოიყვანონ ზოოპარკში. თუნდაც ხანდახან, თუნდაც იშვიათად, ერთხელ მაინც…

დათოს, ცხოველების განუსაზღვრელი სიყვარულისთვის, თბილისისზოოპარკის საპატიო მეგობრის წოდება მივანიჭეთ და სერტიფიკატიც გადავეცით. ზოოპარკის ერთწლიანი აბონემენტითაც დავასაჩუქრეთ. ზოგჯერ ხომ მხოლოდ სურვილი არაა საკმარისი ოცნებების ასასრულებლად…

აწი დათო ხშირად გვესტუმრება. ოღონდ – უკვე უფროსებთან ერთად”- წერია “ფეისბუქში”, ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე.

დღეს დათო გვყავდა სტუმრად. ხაშურელი ბიჭი, ზოოპარკის დასათვალიერებლად რომ გამოიპარა თბილისში. ზოოპარკში პატრულის იმ…

Posted by თბილისის ზოოპარკი • Tbilisi Zoo on ხუთშაბათი, 22 თებერვალი, 2018

კომენტარები

დათო ნოზაძე ზოოპარკი ხაშური 2018-02-23
Tags დათო ნოზაძე ზოოპარკი ხაშური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხაშურიდან თბილისში გამოპარულ ბავშვს ზოოპარკი დაათვალიერებინეს [ფოტოები]

შემდეგი სტატია

“საქართველო განსაკუთრებული ქვეყანაა ჩემთვის” – იან კელის გამოსამშვიდობებელი სიტყვა

მსგავსი სტატიები

„მენშევიკზე“ თავდამსხმელი დააკავეს

28 დეკ 2017
მალე ქურდულ სამყაროში სიჩუმე დაირღვევა

მალე ქურდულ სამყაროში სიჩუმე დაირღვევა

26 ნოე 2017

საფრანგეთში წარმოებულ ბავშვთა კვების პროდუქტებში სალმონელას შესაძლო არსებობის შესახებ მოკვლევა ტარდება

12 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

    კახა კალაძე: ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი პირველი აპრილიდან ამოქმედდება

  • ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

    ეკა ბესელია: მოსამართლეს მოუწევს პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღება, რომელსაც მოუწევს რომ თქვას, გადაავადებს სასჯელს თუ არ გადაავადებს

  • სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

    სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე: არ ვფიქრობ, რომ ინდივიდუალური შემთხვევა განსაზღვრავს ჩვენს ევროპულ მომავალს

  • იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

    იუსტიციის მინისტრი: პატიმრის თვითდაზიანებაზე პასუხისმგებლები ვერ ვიქნებით

  • რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

    რატი ბრეგაძე ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებაზე: საქართველოში რომ ვინმეს აწამებენ, ეს ვინც არ უნდა თქვას, არის უსამართლო და შეურაცხმყოფელი

  • ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

    ვოლოდიმირ ზელენსკი: ვლაპარაკობ უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე, რომელსაც ყოველ დღე საჯაროდ აწამებენ

  • ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

    ნიკოლოზ წულუკიძე: მე ჯერ ბურუსში დავდივარ ხელის ცეცებით და ვცდილობ თავიდან ვისწავლო ცხოვრება. ამდენი კეთილი ადამიანი დამესია, რათა ფეხზე წამომაყენოს

  • რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

    რასა იუკნევიჩიენე: მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უფლება მისცენ, რომ მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ იქნას გადაყვანილი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში – პოლიტიკური განხილვისთვის მეტი დრო აღარ არის

  • მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

    მედია: მერია რუსული “მეტროვაგონმაშისგან“ ვაგონებს იყიდის – გადაწყვეტილება მიღებულია

  • ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

    ბორის ჯონსონი: დავზოგოთ დრო, დავზოგოთ ფული, გადავარჩინოთ სიცოცხლეები და უკრაინელებს რაც შეიძლება სწრაფად მივცეთ ის, რაც მათ სჭირდებათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge