NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ხუნწარია: „იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა გაუქმება“

ხუნწარია: „იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა გაუქმება“

22 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, საზოგადოება 830 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერია ბიბლიოთეკების რეფორმას იწყებს, რომლის ფარგლებშიც, ახალი ა(ა)იპ-ი შეიქმნება. ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ ბიბლიოთეკარებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა და დაგეგმილი სიახლეების შესახებ ისაუბრა.

„დაგეგმილ რეფორმას ბიბლიოთეკარების მხრიდან გარკვეული პროტესტი მოჰყვა, რაც ძალიან სამწუხაროა. იგეგმება ბიბლიოთეკების მოდერნიზაცია და არა მისი გაუქმება, როგორც იყო გავრცელებული. ბიბლიოთეკა დღეს კულტურის სამინისტროს სსიპ-ია და თბილისის მერია აფინანსებს, რაც სამართლებრივად აბსოლუტურად გაუმართავია. ასევე, თბილისის 36 ბიბლიოთეკიდან 30 ინფრასტრუქტურულად მძიმე მდგომარეობაშია და მესამე პრობლემა, რომელიც არსებობს, წიგნად ფონდებს და ზოგადად, წიგნის შენახვის საკითხს ეხება“, – განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

თბილისის მერის მოადგილემ რეფორმის აუცილებლობის კიდევ ერთ მიზეზად  ბიბლიოთეკებში მკითხველისა და იქ დასაქმებული თანამშრომლებისთვის შეუსაბამო გარემო და ანაზღაურება დაასახელა.

„მძიმე მდგომარეობაა ბიბლიოთეკარებისთვისაც, რადგან მათ გაუსაძლის მდგომარეობაში უწევთ მუშაობა. გარემო შეუსაბამოა, მკითხველისთვისაც. ასევე, მიგვაჩნია, რომ ბიბლიოთეკარებს ის დაბალი ხელფასი, რაც დღეს აქვთ, არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომ, უნდა გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, რომ სისტემა თავიდან ბოლომდე გავმართოთ და ახალი ტიპის ბიბლიოთეკები მივიღოთ. პროცესი დაწყებულია, რომ თბილისის მერიამ ახალი ა(ა)იპ-ი დააფუძნოს, სადაც თბილისის ბიბლიოთეკები და სამი მედიათეკა გაერთიანდება“, – აღნიშნა თბილისის მერის მოადგილემ.

სოფიო ხუნწარიას განმარტებით, რეფორმის ფარგლებში, იმისთვის, რომ ხელფასების მატება მოხდეს, ბიბლიოთეკებში დასაქმებულმა პერსონალმა გარკვეულ სტანდარტებს უნდა უპასუხოს. ამისთვის, დაახლოებით, ორი თვის  განმავლობაში, თითოეული თანამშრომლის გადამზადება მოხდება, ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ კი, ისინი თბილისის მერიის მიერ დაფუძნებულ ახალ ა(ა)იპ-ში დასაქმდებიან.

„გადამზადება ბუნებრივია, იმ საბიბლიოთეკო სტანდარტების მიხედვით მოხდება, რომელიც დღეს არსებობს. ახალ ა(ა)იპ-ში თანამშრომლების მიღება  ტესტირების დროს ბარიერის გადალახვის შემდეგ მოხდება და კულტურის სამინისტროში არსებული სსიპ-ი გაუქმდება, რადგან კიდევ ერთხელ ვიმეორებ, უნდა დაფუძნდეს ახალი აიპ-ი. ეს არის ის სქემა, რომელსაც უნდა მივყვეთ“, – განმარტა სოფიო ხუნწარიამ და აღნიშნა, რომ რეფორმის შედეგად, თბილისში არსებული ბიბლიოთეკები სერვისებზე ორიენტირებული გახდება და მეტ მკითხველს მოიზიდავს.

ამასთან, თბილისის მთავარი ბიბლიოთეკის დირექტორმა ზურაბ წერეთელმა ბიბლიოთეკების თანამშრომლებს მოუწოდა, დაგეგმილ ტრენინგებს დაესწრონ და ტესტირებაში მიიღონ მონაწილეობა.

„ტესტირების შესახებ ყველანი წინასწარ მიიღებთ იმ ინფორმაციას, თუ რა ტიპის შეკითხვები იქნება. ჯერჯერობით, სამუშაო პროცესია და ბოლომდე ჩამოყალიბებული არ არის“, – განაცხადა ზურაბ წერეთელმა.

კომენტარები

ბარიერის გადალახვა ბიბლიოთეკები მოდერნიზაცია სოფიო ხუნწარია ტესტირება ტრენინგები 2018-02-22
Tags ბარიერის გადალახვა ბიბლიოთეკები მოდერნიზაცია სოფიო ხუნწარია ტესტირება ტრენინგები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თქვენთან რომ მოვიდეს მეგობარი და გითხრას, მგონი ვიღაც დავჭერიო, ეგრევე პოლიციაში გავარდებით?“

შემდეგი სტატია

ჩაქვში „ზღვის ეშმაკი“ აღმოაჩინეს

მსგავსი სტატიები

ირაკლი კობახიძე: რუსეთი იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას

ირაკლი კობახიძე: რუსეთი იტაცებს და აწამებს მშვიდობიან მოსახლეობას

სოსო ელისაშვილი 25 მარ 2018
აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნათბილაძე ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკებას სთავაზობს

აგარის შაქრის კომპანიის დამფუძნებლის წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნათბილაძე ყოფილ თანამშრომლებს მოლაპარაკებას სთავაზობს

სოსო ელისაშვილი 26 მარ 2018
როგორ ცხოვრობენ დევნილები ომის მე-9 წელს წეროვანში ?

როგორ ცხოვრობენ დევნილები ომის მე-9 წელს წეროვანში ?

28 სექ 2017

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge