ვიცეპრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დამოუკიდებელი ტელეკომპანიები ბრალდებებს უპასუხა. ქუმსიშვილის განცხადებით, ის სრულად იზიარებს პრემიერმინისტრის განცხადებას აღნიშნულთან დაკავშირებით.
„პრემიერის განცხადებას მე სრულად ვუჭერ მხარს, პრემიერის განცხადებას აქვს თავისი შინაარსი, ამაზე მე მეტ კომენტარს არ გავაკეთებ. რაც შეეხება „ტვ პირველს“, ვერავინ და ვერაფერი მაიძულებს, რომ ჩავერთო ამ გაურკვევლობაში“,-განაცხადა ქუმსიშვილმა.
პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმარა, რომელიც „TV პირველის“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლას ეხება. პრემიერის თქმით, ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი სწორედ თავისუფალი მედიაა და მას ვერავინ შეეხება.
კომენტარები