თემქაზე მოკლული 20 წლის გოგონას მშობლები თემქის პოლიციაში იკითხებიან, დაკითხვაზე დაიბარეს ანი ნაცვლიშვილის მეგობარი ბიჭიც. მკვლელობის მოტივის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ არსებობს. ანი ნაცვლიშვილის მამის განცხადებით, მან უკვე უპასუხა გამოძიების კითხვებს, თუმცა მისთვისაც გაუგებარია, რა გახდა სასტიკი მკვლელობის მიზეზი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო თემქის დასახლებაში ახალგაზრდა ქალის ცხედრის აღმოჩენის საქმეზე ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ცნობით, 21 წლის გოგონას სხეულში ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღენიშნება.
კომენტარები