„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ კანონს პრეზიდენტის ნაცვლად ხელი შესაძლოა პარლამენტის თავმჯდომარემ მოაწეროს. კანონის თავდაპირველი ვარიანტი გიორგი მარგველაშვილს უკვე გადაეგზავნა, თუმცა არ არის გამორიცხული, პრეზიდენტმა „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ კანონს ხელი არ მოაწეროს, რადგან უმრავლესობამ პრეზიდენტის არცერთი შენიშვნა არ გაითვალისწინა.
„პრეზიდენტს აქვს შვიდდღიანი ვადა, მას შეუძლია ხელი მოაწეროს ან უარი თქვას ხელმოწერაზე და ასეთ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის ვალდებულებაა კანონპროექტზე ხელის მოწერა, თუმცა მე იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ხელს მოაწერს, რადგან სამართლებრივი თვალსაზრისით შედეგი მხოლოდ ერთი შეიძლება დადგეს, კანონპროექტი მიღებულია და რამდენიმე დღის საკითხია, რომ ის კანონად იქცეს“,.-განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი კახიანმა.
კომენტარები