NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გერმანია სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს
The Norman Foster redesigned German Bundestag Reichstag German national parliament Berlin, Germany

გერმანია სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს

22 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 1348 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

გერმანიის მთავრობის და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ურთიერთთანამშრომლობით ხორციელდება პროექტი: „REAG/GARP – Reintegration and Emigration Programme for Asylum-Seekers in Germany (REAG); Government Assisted Repatriation Programme (GARP)“, რომელიც სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, მათ შორის საქართველოს მოქალაქეებს, მატერიალურ და არამატერიალურ დახმარებას სთავაზობს. პროგრამის (REAG/GARP) ფარგლებში გათვალისწინებულია, როგორც სამშობლოში დაბრუნების სამგზავრო ხარჯების ანაზღაურება, ასევე არსებობს დამატებითი ფინანსური დახმარების მიღების შესაძლებლობა.

პროგრამის მიხედვით, აღნიშნული მხარდაჭერა ვრცელდება   საქართველოს  მხოლოდ იმ მოქალაქეებზე, ვინც გერმანიაში უვიზო რეჟიმის ამოქმედებამდე, 2017 წლის 27 მარტამდე შევიდა და რომლებსაც უარი ა)ეთქვათ თავშესაფრის მინიჭებაზე გერმანიაში მაგრამ არ გასულა მათთვის ქვეყნის დატოვებისთვის შესაბამისი უწყების მიერ მიცემული ვადები; ბ) პირებს რომელთა თავშესაფრის მინიჭების შესახებ განხილვის პროცესი არ დასრულებულა და ასევე გ) საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც დაუკმაყოფილდათ ლტოლვილის სტატუსი, მაგრამ ნებაყოფლობით სურთ საქართველოში დაბრუნება.

პროგრამის მიხედვით, ფინანსური დახმარებასთან ერთად ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველებს პროგრამა აძლევს საშუალებას თავად განსაზღვრონ დაბრუნების თარიღი და დაგეგმონ გამგზავრებასთან დაკავშირებული სხვა დეტალები. ისინი მგზავრობენ დამოუკიდებლად და  ოფიციალური უწყების წარმომდგენელი თანმხლები პირის გარეშე. საჭიროების შემთხვევაში, მგზავრობის დროს მათ გაეწევათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ხოლო საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფილი იქნება სამედიცინო პერსონალის თანხლება.

გერმანული მხარის თანახმად 2018 წლის 28 თებერვლამდე არსებობს შესაძლებლობა, აღნიშნულმა პირებმა მიიღონ  დამატებით 3000 ევრომდე რაოდენობის ფულადი მხარდაჭერა, სამშობლოში საყოფაცხოვრებო პირობების დასაკმაყოფილებლად მაგალითად ქირავნობის დასაფარავად, სამშენებლო ან სარემონტო მიზნებისთვის და ა. შ.

პროგრამა მიზნად ისახავს გერმანიაში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას და მათ რეინტეგრაციას.

პროგრამების შესახებ ნებაყოფლობით სამშობლოში დაბრუნების მსურველებს შეუძლიათ მიიღონ სრული ინფორმაცია გერმანიის მასშტაბით არსებულ საინფორმაციო ცენტრებში. საინფორმაციო ცენტრების განთავსების ადგილებისთვის ეწვიოთ შემდეგ ბმულს: https://www.returningfromgermany.de/de/centres.

ასევე დაინტერესებულ პირებს  აღნიშნული მხარდაჭერის თაობაზე  დაწვრილებითი ინფორმაციის მიღების საშუალება აქვთ შემდეგ ინტერნეტ მისამართზე www.returningfromgermany.de , გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, ავღანურ, არაბულ და ირანულ ენებზე.

პროგრამით 2016 წელს საერთო ჯამში 54 000 ადამიანმა ისარგებლა.

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინიტრომ აღნიშნული პროგრამების შესახებ  ინფორმაციის შემდეგი გავრცელების თხოვნით  გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიმართა.

კომენტარები

გერმანია ემიგრანტები იმიგრანტები მიგრანტები საგარეო საქმეთა სამინისტრო 2018-02-22
Tags გერმანია ემიგრანტები იმიგრანტები მიგრანტები საგარეო საქმეთა სამინისტრო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„აჭარა ტექსტილი“ პროდუქციას New Balance-სა და Under Armour-ს მიაწოდებს

შემდეგი სტატია

HBO Westworld-ის რეალურ ქალაქს აშენებს

მსგავსი სტატიები

საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების გადამალვის 28 ფაქტი გამოავლინა

საგამოძიებო სამსახურმა საგადასახადო ვალდებულებებისაგან თავის არიდების მიზნით ქონების გადამალვის 28 ფაქტი გამოავლინა

26 სექ 2018
მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში წერილი შეიტანა

მალხაზ მაჩალიკაშვილმა საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით პარლამენტში წერილი შეიტანა

06 თებ 2019
„ხაზი გაესვა ჩვენს დამოკიდებულებას იმ დესტრუქციული პროცესების მიმართ, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობს“

„ხაზი გაესვა ჩვენს დამოკიდებულებას იმ დესტრუქციული პროცესების მიმართ, რომელიც ამ რეგიონში მიმდინარეობს“

17 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge