NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე: ასეულობით მილიონი ლარი გაიფლანგა ნულოვან სოციალურ გავლენაში

კობახიძე საზოგადოებრივ მაუწყებელზე: ასეულობით მილიონი ლარი გაიფლანგა ნულოვან სოციალურ გავლენაში

22 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 774 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ამ წლების განმავლობაში, ასეულობით მილიონი ლარი, აქ საუბარია ჩვენი გადამხდელების ფულზე, არის გაფლანგული ნულოვან სოციალურ გავლენაში“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატებმა„მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო დაძლიეს.

ირაკლი კობახიძემ მედიაორგანიზაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრებისა და განხილვების შედეგებზე ისაუბრა. პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მომზადების მიზეზები განმარტა.

„ცვლილებების მიზანი არის ის, რომ არ გაიფლანგოს ათეულობით მილიონი ლარი, პრაქტიკულად, ნულოვან რეიტინგში. რეიტინგიც არ არის აქ მთავარი. მთავარია სოციალური გავლენა. ანუ, ნულოვან სოციალურ გავლენაში არ უნდა გაიფლანგოს ათეულობით მილიონი და ამ წლების განმავლობაში ასეულობით მილიონი ლარი და აქ საუბარია ჩვენი გადამხდელების ფულზე, არის გაფლანგული ნულოვან სოციალურ გავლენაში, რასაც მშვიდად აკვირდებოდნენ, სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, მათ შორის, ჩვენი ოპონენტები, რომლებიც დღეს აკრიტიკებენ ამ კანონპროექტს. არავის, სამწუხაროდ, არ ადარდებდა ის,რაც ხდებოდა საზოგადოებრივ მაუწყებელში. კერძოდ, ის, რომ ასეულობით მილიონი ლარი გაიფლანგა ნულოვან სოციალურ გავლენაში საზოგადოებრივ მაუწყებელში. ამ ვითარებას ესაჭიროება, ბუნებრივია, ცვლილება და ზუსტად ამ ცვლილებას ემსახურება მათ შორის ის ორი ასპექტი კანონპროექტის, რომელიც არის დღეს ვეტოს საგანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

რაც შეეხება რეკლამას – საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, არგუმენტების ლოგიკური ჯაჭვი არსებობს ამასთან დაკავშირებითაც.

„დაისვა კითხვა, რისთვის სჭირდება საზოგადოებრივ მაუწყებელს დამატებითი სარეკლამო კომპონენტი. რეკლამა აქამდეც ჰქონდა საზოგადოებრივ მაუწყებელს, წინა ხელისუფლების პირობებში იყო ეს ცვლილება მიღებული, და რაც ყველაზე საინტერესოა, მაშინ რეკლამა დაუკავშირდა ისეთ პროდუქციას, რომელსაც შექმნა საზოგადოებრივი მაუწყებლის მხრიდან არ სჭირდება. ეს არის სპორტული გადაცემები. სპორტულ გადაცემას, ჩემპიონთა ლიგას, ევროპის ჩემპიონატს, მსოფლიო ჩემპიონატს ყიდულობ ისე, რომ პროდუქციას, როგორც ასეთი, არ ქმნი. საზოგადოებრივი მაუწყებელი ამბობს, რომ მას უფრო ხარისხიანი პროდუქციის შემქნის სტიმულირებისთვის ესაჭიროება სარეკლამო კომპონენტი. ანუ, ამ შემთხვევაში ბევრად უფრო მნიშვნელოვანი მიზანი აქვს კომერციული რეკლამის კომპონენტის დამატებას, ვიდრე თავის დროზე ჰქონდა, როდესაც სპორტულ კომპონენტს დაემატა რეკლამა”-განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, პარლამენტმა  „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“ დაკავშირებით “მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ვეტო 83 ხმით დაძლია.

მმართველი უმრავლესობის მიერ კიდევ ერთხელ მხარდაჭერილი კანონპროექტით, „საზოგადოებრივ მაუწყებელს“ უფლებამოსილება უფართოვდება და შეეძლება კანონმდებლობით განსაზღვრული შემოსავლები, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებული ასიგნებები დამწყები საწარმოების (სტარტეპები) წახალისების, (ტელე, რადიო და ონლაინ პროდუქციის) ინოვაციური განვითარების, მაუწყებლობის სფეროში გარემოს განვითარების ხელშეწყობაზე მიმართოს.

„მაუწყებლობის შესახებ“ კანონში განხორციელებული ცვლილებებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში დასაშვები ხდება კომერციული რეკლამის განთავსება სამუშაო დღეებში, გარდა საუკეთესო დროსი (19:00 – 24:00). რეკლამის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს ყოველ საათში 3-წუთს. გარდა ამისა, იზრდება სპორტული რეპორტაჟის, საერთაშორისო ფესტივალისა და სხვა პროგრამების დროს კომერციული რეკლამის ხანგრძლივობა – ნაცვლად 30 წუთისა, იგი არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, ხოლო ყოველ საათში ნაცვლად 6 წუთისა, 12 წუთს.

კომენტარები

გავლენა ვეტო ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებელი 2018-02-22
Tags გავლენა ვეტო ირაკლი კობახიძე საზოგადოებრივი მაუწყებელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფილმ CREED 2 – ის პირველი ოფიციალური პოსტერი

შემდეგი სტატია

ირაკლი კობახიძე: მიზანი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარების საშუალება

მსგავსი სტატიები

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დავით საგანელიძე ტოვებს

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს დავით საგანელიძე ტოვებს

01 მაი 2018
“რუსეთი საჯაროდ და დახურულ ფორმატში ლობირებს იმას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს”

“რუსეთი საჯაროდ და დახურულ ფორმატში ლობირებს იმას, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება მოსკოვის სასარგებლოდ მიიღოს”

23 მაი 2018
გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ

გვიან, მაგრამ მაინც მიხვდნენ, რომ ფუჭი აღმოჩნდა მათი 6-თვიანი მცდელობა წყალი აემღვრიათ და ამასობაში თევზი მოენადირებინათ

ირაკლი შალიკაშვილი 08 ივნ 2021

უახლესი ამბები

  • უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

    უკრაინული ძალები რამდენიმე ტაქტიკური მიმართულებით წინ მიიწევენ

  • აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

  • გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

    გია ვოლსკი: ბიძინა ივანიშვილი საფრანგეთში დაფასდა, ჩვენ კი ვერაფერს ვხედავთ

  • ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

    ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ბათუმში ხმაური იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge