NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»არჩილ გამზარდია: პრემიერისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვ

არჩილ გამზარდია: პრემიერისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვ

22 თებ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1370 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტელეკომპანია „იბერიას“  წამყვანი, პოლიტოლოგი არჩილ გამზარდია პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას ეხმაურება. გამზარდია პრემიერისგან ბოდიშის მოხდას ითხოვს.

„პრემიერმინისტრის განცხადების შემდეგ ვარ აღშფოთებულიც, შეურაცხყოფილიც და საფრთხის ქვეშაც. პრემიერმა მეც და ჩემს კოლგებსაც გვიწოდა შანტაჟისტები, რომლებიც უნდა დაისაჯონ. მე, ჩემი კონკრეტული სახელით და გვარით, პოლიტოლოგი და „იბერიას“ ტელეწამყვანი არჩილ გამზარდია პრემიერისგან ბოდიშის მოხდას ვითხოვ. იმედი მაქვს, ეყოფა შეგნება ჩვენს ხელისუფლებას და მიხვდება, როგორ უნდა ელაპარაკოს თითოეულ მოქალაქეს, თითოეულ ჟურნალისტს, “იბერიაში” მებრძოლი ჟურნალისტები ვმუშაობთ, ამიტომ პრემიერმა კეთილი ინებოს და ბოდიში მოიხადოს“- აცხადებს გამზარდია.

ცნობისთვის, პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომელიც ტელევიზიების მიმართ ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ზეწოლას ეხება.  პრემიერის თქმით, ხელისუფლების მთავარი მონაპოვარი თავისუფალი მედიაა და მას ვერავინ შეეხება.

„მინდა, აუცილებლად გამოვეხმაურო იმ ძალიან არაჯანსაღ აჟიოტაჟს, რომელიც მედიასაშუალებებზე ე.წ ზეწოლას ეხება.

ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი ტიპის ბრალდებები სრული აბსურდია. გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში ასეთი რამ ხდებოდეს. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ასევე გამორიცხულია, ჩვენი ხელისუფლების პირობებში საკუთარი ბიზნესი ვინმემ გამოიყენოს ხელისუფლების შანტაჟის იარაღად და ჩვენ დავრწმუნდით, რომ სწორედ ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მთელი გუშინდელი საღამო მიეძღვნა ამ თემატიკას. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის გამორიცხული” – განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ გენერალური მენეჯერის ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიას“ , შესაძლოა  ფინანსური პრობლემები შეექმნას. მისი განცხადებით,  კომპანიას მიადგა 100 მილიონიანი ზარალი, რომლის ანაზღაურებას არავინ აპირებს. მისივე თქმით, დემპინგური შეტევა, რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა, პრობლემებს შეუქმნის „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიას“.

კომენტარები

არჩილ გამზარდია გიორგი კვირიკაშვილი იბერია 2018-02-22
Tags არჩილ გამზარდია გიორგი კვირიკაშვილი იბერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ირაკლი კობახიძე: მიზანი არის ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს მიეცეს განვითარების საშუალება

შემდეგი სტატია

“პრეზიდენტმა “ვეფხისტყაოსნიდან” ციტატაც რომ მოიყვანოს, უმრავლესობა იტყვის, რომ ეს არაა სწორი”

მსგავსი სტატიები

„ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორიის საკითხები“

10 დეკ 2017

„გამკაცრდება ბრძოლა „ქურდული სამყაროს“ და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ“

18 აპრ 2018
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმსჯელა

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა სამოქმედო გეგმის სტრატეგიაზე იმსჯელა

20 იან 2018

უახლესი ამბები

  • დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

    დეკანოზი, ილია ჭიღლაძე: 1970-იანი წლებიდან ბიჭვინთის ქართული ტაძარი საკონცერტო დარბაზად გამოიყენება…

  • დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 26 სექტემბერი

  • ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

    ვარსკვლავები კევინ კოსტნერის საქველმოქმედო საღამოზე

  • ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

    ხათუნა ხოფერია სალომე ზურაბიშვილის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

  • 8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

    8 ყველაზე სასარგებლო ბოსტნეული თქვენი ჯანმრთელობისთვის

  • სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

    სოფი ლორენი ჰოსპიტალიზებულია

  • სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

    სერგეი ლავროვი: რუსეთი პატივს სცემს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, თუ ქვეყანა უბლოკო სტატუსს შეინარჩუნებს

  • კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

    კახა გოგოლაშვილი: …ის ნათლად დგას საქართველოს ევროპული ინტეგრაციის გზაზე, თუმცა მგონია, რომ არსებობს სიტუაციები, სადაც ანგარიშს უწევს ივანიშვილის ინტერესებს

  • შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

    შალვა პაპუაშვილი პრეზიდენტზე: მას შეუძლია წავიდეს და იაროს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც სურს, თუმცა ის საქართველოს არ წარმოადგენს

  • სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

    სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტს ალარ კარისს შეხვდა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge