NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

21 თებ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 386 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

საია ეხმიანება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან კრიტიკული მოსაზრებებით გამორჩეული ორი არამოსამართლე წევრის მიმართ მიზანმიმართულ თავდასხმებს, რამაც პერმანენტული სახე მიიღო. განვითარებული მოვლენები განსხვავებული და კრიტიკული აზრის მიუღებლობის ნათელ დემონსტრირებას ახდენს და კიდევ უფრო აზიანებს სასამართლო სისტემისადმი ნდობას.

საბჭოს დაკომპლექტების დღევანდელი წესი მიზნად ისახავს როგორც მოსამართლე, ასევე არამოსამართლე წევრების ჩართულობას საბჭოს საქმიანობაში და მიმდინარე საკითხებზე განსხვავებული მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობას, რამაც უნდა უზრუნველყოს პირადი ინტერესებით მოქმედების თავიდან აცილება. თუმცა, სულ უფრო ხშირად, საბჭოს მოსამართლე წევრები მიზანმიმართულად უპირისპირდებიან საბჭოს ცალკეულ არამოსამართლე წევრებს მათ მიერ გამოთქმული კრიტიკული მოსაზრებების გამო. დაპირისპირება, როგორც წესი, არ ეხება განსახილველ საკითხს, რაც ართულებს და ზოგ შემთხვევაში, შეუძლებელს ხდის მნიშვნელოვანი საკითხების შინაარსობრივ განხილვას.

ამის ნათელ მაგალითს წარმოადგენს ბოლო შემთხვევა, როცა საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე, საბჭოს მოსამართლე წევრების მხრიდან თავდასხმის ობიექტი გახდა. აღნიშნულ სხდომაზე მოსამართლე წევრის ინიციატივით წარმოდგენილი იყო საკითხი, ცვლილებები შესულიყო  სასამართლოებში  საქმეთა ავტომატურად,  ელექტრონული სისტემის მეშვეობით  განაწილების წესში და სასამართლოს თავმჯდომარეების ჩართულობა გარკვეულწილად კვლავ ასახულიყო. მას შემდეგ, რაც ანა დოლიძე განსახილველ საკითხს კრიტიკულად გამოეხმაურა, მას მოსამართლე წევრებმა ჰოლანდიაში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაცია  – Russian Justice Initiative-თან წარსულში თანამშრომლობა შეახსენეს და ეს წარმოაჩინეს როგორც სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებად. იგივე ბრალდებები კიდევ ერთხელ გაიმეორა საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა, 20 თებერვალს გადაცემა „არჩევანში“.

გვინდა აღვნიშნოთ, რომ Russian Justice Initiative-ს აქვს თანამშრომლობის მდიდარი გამოცდილება ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებზე მომუშავე არაერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციასთან თუ ექსპერტთან. დასახელებულ ორგანიზაციასთან საია 2008-2012 წლებში თანამშრომლობდა ადამიანის უფლებების დარღვევის საქმეებზე. მათ შორისაა რუსეთის წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი ისეთი მნიშვნელოვანი საქმეები, როგორიცაა ქართველი სამხედრო ტყვეების (ქართველი ჯარისკაცების) წამება და გორის ცენტრალური მოედნის დაბომბვა. RJI-ის წარმომადგენლის მეშვეობით საია-ს 2008 წლის რუსეთ – საქართველოს ომის შემდგომ შესაძლებლობა ჰქონდა მოეძებნა და კონტაქტი დაემყარებინა ცხინვალის რეგიონში არსებულ დროებით მოთავსების იზოლატორსა თუ ციხეებში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეებთან და დახმარებოდა მათ უფლებების დაცვაში.

მიგვაჩნია, რომ საბჭოს ზოგიერთი მოსამართლე წევრის მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციასთან თანამშრომლობის სამარცხვინო და ქვეყნის ინტერესების საზიანო მოქმედებად წარმოჩენა, საბჭოს კრიტიკული წევრის დისკრედიტაციის მცდელობაა და მიზნად ისახავს მნიშვნელოვანი საკითხების შინაარსობრივი განხილვის თავიდან არიდებას.

მოვუწოდებთ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრებს, თავი შეიკავონ არაეთიკური და უსაფუძვლო ბრალდებებისაგან და სხდომები საგნობრივი დისკუსიის ფარგლებში წარმართონ.

კომენტარები

ანა დოლიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭო საია 2018-02-21
Tags ანა დოლიძე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იუსტიციის უმაღლესი საბჭო საია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ექნებათ გადავიდნენ ავტორიზებულ უნივერსიტეტებში“

შემდეგი სტატია

ელისაბედ II ლონდონის მოდის კვირეულს დაესწრო

მსგავსი სტატიები

გენერალ-მაიორი ვლადიმერ ჩაჩიბაია ლატვიელ კოლეგას მასპინძლობს

სოსო ელისაშვილი 30 ოქტ 2018
ახალი ინიციატივა – სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება

ახალი ინიციატივა – სახელმწიფო ბიუჯეტის 25% ყოველწლიურად განათლებას მოხმარდება

ირაკლი შალიკაშვილი 03 აპრ 2019

„საქარველოში ასეთი არჩევნები მეტი აღარ უნდა ჩატარდეს ამ სტანდარტით“

29 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

    მოვუწოდებ ივანიშვილს, სააკაშვილის ჯინაზე აუცილებლად დათანხმდეს პლებისციტს და ყველაფერს

  • თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

    თუ პლებისციტი ვინმეს აინტერესებს, შემოდგომაზე გვაქვს თვითმმართველობის არჩევნები და მკაფიოდ გამოჩნდება ხალხის მხარდაჭერა ვის აქვს

  • 16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

    16 მარტს, ბრიუსელში თბილისიდან შედეგს ელოდებიან, კონკრეტული შედეგის გარეშე ჩასვლა ჩვენი ევროპელი პარტნიორებისთვის მძიმე მესიჯი იქნება

  • მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

    მანანა პაიჭაძე: ვიოლეტა ფურცელაძე ქართული გერმანისტიკის ლინგვისტური მეცნიერების უდიდესი ფიგურაა

  • სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

    სასიხარულო ინფორმაცია – ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადი უკვე გამოჩნდა

  • აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

    აშშ-მა და ევროკავშირმა ერთად უნდა დაუჭირონ მხარი საქართველოს მთავრობასა და ოპოზიციის ლიდერებს შორის დიალოგს

  • იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

    იქმნება სახელმწიფო კომისია, რომელიც ეკონომიკის განვითარების გრძელვადიან გეგმაზე იმუშავებს

  • საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

    საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებულმა სამუშაო ჯგუფმა ვერ მიაღწია მიზანს, რაც მას დაუსახა მემორანდუმმა, რომელიც ხელისუფლებასა და „მოქალაქეებს“ შორის გაფორმდა

  • ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

    ლილი ფოფხაძე: იყო და არა იყო რა

  • 96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

    96 წლის მოხუცმა, მომვლელს 3,7 მილიონი ევრო უანდერძა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge