NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერი – მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება

პრემიერი – მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება

21 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 645 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ეს არის ძალიან მასშტაბური ცვლილებები და მნიშვნელოვანი საგადასახადო ლიბერალიზაცია. მნიშვნელოვანია იმით, რომ პირველი ეტაპი, რომელიც ჩვენ მოგების გადასახადის გაუქმებით განვახორციელეთ, ძირითადად, შეეხო საშუალო და მსხვილ მეწარმეებს, ხოლო კონკრეტულად ეს ცვლილებები ეხება წვრილ მეწარმეებს და პირდაპირ არის დაკავშირებული მათ სოციალურ მდგომარეობასთან“, – ასე შეაფასა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე წარდგენილი საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებათა პაკეტი.

მთავრობის მეთაურის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესის კეთება წახალისდეს და ის სიკეთე, რაც დაბეგვრის შეღავათიან საგადასახადო რეჟიმის შემოღებას უკავშირდება მოქალაქეებმა საკუთარ ოჯახებში იგრძნონ.

გიორგი კვირიკაშილმა აღნიშნა, რომ ფინანსთა სამინისტროს ახალი ინიციატივა და მასშტაბური რეფორმა 120 ათასზე მეტ მეწარმეს შეეხება. მისივე თქმით, მცირე ბიზნესის სტატუსს მიიღებს ყველა ის მეწარმე, რომლის შემოსავალიც 500 000 ლარს არ აღემატება, თუ აქამდე ეს ზღვარი 100 000 ლარი იყო. ასევე ხუთჯერ მცირდება პირდაპირი გადასახადი მცირე მეწარმეებისთვის 5%-დან 1%-მდე.

პრემიერმა ყურადღება კიდევ რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებაზე გაამახვილა.

„ცვლილებები აიოლებს მეწარმეების ურთიერთობას საგადასახადო ინსტიტუტებთან, შემოსავლების სამსახურთან. მეწარმემ უნდა დახარჯოს მინიმალური, დრო საკუთარი დროის ძალიან მცირე მონაკვეთი შემოსავლების სამსახურთან ურთიერთობაში და სწორედ, ასეთი ცვლილებებია გათვალისწინებული,“ – აღნიშნა პრემიერმა.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საგადასახადო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ თითოეული მოქალაქე სათანადოდ იყოს ინფორმირებული.

„მოხარული ვარ, რომ ძალიან დიდი პოზიტივი მოჰყვა ამ ცვლილებებს პირველ ეტაპზე და მინდა გთხოვოთ, რომ მთელ ქვეყანაში, მაქსიმალურად, თითოეულ მოქალაქემდე მივიტანოთ ის სიკეთე, რომელსაც ჩვენ ახლა ვთავაზობთ ჩვენს მოსახლეობას. ფინანსთა სამინისტროს უკვე დაგეგმილი აქვს მთელი ქვეყნის მასშტაბით მცირე მეწარმეებთან შეხვედრები და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიგოს იმ შესაძლებლობისა და უდიდესი შეღავათის შესახებ, რომელიც ამ ცვლილებით არის გათვალისწინებული,“ – აღნიშნა პრემიერმინისტრმა.

კომენტარები

გადასახადები გიორგი კვირიკაშვილი დღგ მთავრობის სხდომა პრემიერმინისტრი საგადასახადო კოდექსი 2018-02-21
Tags გადასახადები გიორგი კვირიკაშვილი დღგ მთავრობის სხდომა პრემიერმინისტრი საგადასახადო კოდექსი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კვირიკაშვილი: იმ მონაპოვარს, რასაც თავისუფალი მედია ჰქვია, ჩვენს ხელისუფლებაში ვერავინ შეეხება

შემდეგი სტატია

ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ის მომწეები დაიკითხებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ

მსგავსი სტატიები

ქეთევან ციხელაშვილი: ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში

ქეთევან ციხელაშვილი: ეს არის ერთერთი ყველაზე მძიმე თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში

სოსო ელისაშვილი 08 აგვ 2017
„ის, რომ ზარდიაშვილი არის ჩვენი გუნდის წევრი,  ეს არის „ქართულ ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა“

„ის, რომ ზარდიაშვილი არის ჩვენი გუნდის წევრი,  ეს არის „ქართულ ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა“

19 აპრ 2018
დალია გრიბაუსკაიტე: საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო

დალია გრიბაუსკაიტე: საქართველო არის თანამედროვე, ძალიან სწრაფად განვითარებადი სახელმწიფო

25 მაი 2018

უახლესი ამბები

  • “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

    “ახლა რუ­სეთ­ში ხელ­ფა­სი აქვს მხო­ლოდ ექი­მებს, პო­ლი­ცი­ას და პე­და­გო­გებს”

  • გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

    გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ არაშენდაში 42 წლამდე მამაკაცი მოკლეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

    ირაკლი ღარიბაშვილი: მწამს, რომ სამშვიდობო და დიალოგზე ორიენტირებული პოლიტიკა აახლოებს დღეს, როდესაც აფხაზ და ოს ძმებთან ერთად გავაგრძელებთ ერთიანი, ძლიერი, მშვიდობიანი, დემოკრატიული სახელმწიფოს შენებას

  • ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

    ნეიტრონების ენერგიის მისტიკური წყარო – ასტროფიზიკოსების ახალი ვარაუდი

  • ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

    ისტორიული ვილა აუქციონზე იყიდება

  • ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

    ყველაზე დიდი ოკეანე დედამიწაზე

  • ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

    ოთო აბესაძე: აბა გამოიცანით რა მოხდება შემდეგი კვირიდან?  დიიახ, გაუფასურდება ლარი 

  • დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

    დავით ზურაბიშვილი: ოცნებიდან წასული ოთხეულის ახალი წერილი არის ტყუილების, სიგიჟის და ნაძირლობის ისეთი შერწყმა, რომლის მსგავსიც მე პირადად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არ მახსოვს

  • პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

    პეტრე ცისკარიშვილი: აქციზის ფასი რომ იყოს ის, რაც 2012 წელს, საწვავის ფასი…

  • მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

    მწვერვალ თეთნულდზე ჩარჩენილი 6 უცხოელი ტურისტიდან ერთი გარდაიცვალა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge