NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ექნებათ გადავიდნენ ავტორიზებულ უნივერსიტეტებში“

„ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს საშუალება ექნებათ გადავიდნენ ავტორიზებულ უნივერსიტეტებში“

21 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა, საზოგადოება 349 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

განათლებია და მეცნიერების სამინისტრო, ხარისხის ეროვნული ცენტრთან ერთად ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს მაქსიმალურად დაეხმარება სხვადასხვა ავტორიზებულ უნივერსიტეტებში სპეციალური მობილობის საშუალებით გადასვლის პროცესში. ამის შესახებ განათლების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მთავარი საზრუნავი გახლავთ განათლების ხარისხი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ სრული სიმართლე უნდა უთხრას ყველა სტუდენტს, ყველა აბიტურიენტს, მშობელს და ეს სიმართლე მდგომარეობს იმაში, რომ სახელმწიფოს მიერ ავტორიზებული უმაღლესი სასწავლებელი უნდა იყოს მხოლოდ ის უნივერსიტეტი, რომელსაც გააჩნია მაღალი აკადემიური ხარისხი.

რამდენიმე უნივერსიტეტს შეუჩერდა ავტორიზაცია სწორედ ხარისხის დონიდან გამომდინარე და მინდა, პირველ რიგში მივმართო ავტორიზაციაშეჩერებული უნივერსიტეტების სტუდენტებს: მე ადამიანურად ძალიან კარგად მესმის, რომ მათთვის საკმაოდ ძნელი მოსასმენია ის გარემოება, რომ მათ უნივერსიტეტებს შეუჩერდათ ავტორიზაცია, მაგრამ მინდა ყველა სტუდენტი დავარწმუნო, რომ არც ერთი მათგანი არ დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მათთვის სპეციალურად გამოცხადდება მობილობის პროცესი და საშუალება ექნებათ, თავისი სურვილისამებრ გადავიდნენ ავტორიზებულ, მაღალი ხარისხის მქონე უნივერსიტეტებში. ჩვენი სამინისტრო და ხარისხის ეროვნული ცენტრი მაქსიმალურად დაეხმარება მათ ამ პროცესში. ეს ითვალისწინებს მათთან კონსულტაციებს, უმაღლეს სასწავლებლებთან კომუნიკაციას, ასევე, ჩვენ მაქსიმალურად ჩართული ვიქნებით ყველა სტუდენტის დაკვალიანებაში“, – განაცხადა ჩხენკელმა.

 

კომენტარები

ავტორიზაცია ავტორიზაციაშეჩერებული მიხეილ ჩხენკელი მობილობა სპეციალური მობილობა სტუდენტები 2018-02-21
Tags ავტორიზაცია ავტორიზაციაშეჩერებული მიხეილ ჩხენკელი მობილობა სპეციალური მობილობა სტუდენტები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ხორავას ქუჩაზე მომხდართან დაკავშირებით ის მომწეები დაიკითხებიან, რომლებიც შემთხვევის ადგილზე რამდენიმე წუთში მივიდნენ

შემდეგი სტატია

საია იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება

მსგავსი სტატიები

უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

უკრაინაში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო მიღება გაიმართა

31 მაი 2018

კვლევა: სკოლებში ძალადობის და ბულინგის 4 431 შემთხვევა დაფიქსირდა

17 ოქტ 2017
ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის კვეთის წესებს ამკაცრებს

ოკუპირებული ცხინვალი ე.წ. საზღვრის კვეთის წესებს ამკაცრებს

27 დეკ 2018

უახლესი ამბები

  • ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

    ნავალნი შერემტიევოს აეროპორტში დააკავეს

  • რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

    რა ღირს ფეხსაცმელი, რომელიც მმართველი პარტიის ლიდერებში პოპულარულია?

  • მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

    მაკა ჩიჩუა: თო­მამ, დიდი მად­ლო­ბა კე­თი­ლი სურ­ვი­ლე­ბის­თვი­სო

  • კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

    კორონავირუსის შემთხვევების დასტაბილურების მიზნით, საფრანგეთში “კომენდანტის საათი” ამოქმედდა

  • “იღბლიანი რიგი მაქვს  – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

    “იღბლიანი რიგი მაქვს – ნომერი 13” – ნავალნი რუსეთში ბრუნდება (ვიდეო)

  • თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

    თურქეთის სანაპიროსთან, საქართველოდან ბულგარეთში მიმავალი რუსული სატვირთო გემი ჩაიძირა

  • გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

    გიგი წერეთელი: თუკი იგივეს ლაპარაკობ, რასაც ხელისუფლება ამბობს, მაშინ პრეტენზია ოპოზიციონერობაზე არ უნდა გქონდეს

  • 18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

    18-20 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაცემა

  • ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

    ინაუგურაციამდე აშშ-ის მთელ ტერიტორიაზე დაცვის უპრეცენდენტო ზომებს იღებენ

  • თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

    თოფიანები და ფულიანები – ასე შეიძლება დავახასიათოთ „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge