NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»“26 მაისისთვის იმ ქვეყნების ლიდერები მოვიწვიეთ, რომლებმაც სახელმწიფო რუსეთისგან თავის დაღწევის შედეგად შექმნეს”

“26 მაისისთვის იმ ქვეყნების ლიდერები მოვიწვიეთ, რომლებმაც სახელმწიფო რუსეთისგან თავის დაღწევის შედეგად შექმნეს”

21 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 827 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კამპანიის “დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისაკენ – რესპუბლიკის 100 წელი” ფარგლებში თელავში, კახეთის რეგიონის სოფლის ბიბლიოთეკარებს შეხვდა და საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით დაგეგმილ საზეიმო ღონისძიებებში აქტიური ჩართულობისაკენ მოუწოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.

შეხვედრა დღეს თელავის “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში” შედგა და მას მოდერაციას საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმღვანელი გიორგი კეკელიძე უწევდა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, უახლოეს მომავალში გამოცხადდება ესეების კონკურსი და მასში ბიბლიოთეკების აუდიტორიის ჩართულობა ძალიან სასიკეთო იქნება ახალგაზრდობის ცნობიერების ამაღლებისა და ისტორიული მოვლენების გააზრება -შეფასებისათვის.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, უკვე რამდენიმე წელია სოფლის ბიბლიოთეკები პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სარეზერვო ფონდის მხარდაჭერით განათლებისა და სოციალური ურთიერთობების სივრცეებად გადაიქცა, რაც ძალიან დასაფასებელია.

“მინდა გთხოვოთ, რომ თქვენი შრომა მოახმაროთ, იმას რომ, საზოგადოებამ კარგად და ღრმად გაიაზროს ამ თარიღის მნიშვნელობა და გააცნობიეროთ ის მოვლენები, რომელიც დამოუკიდებლობის 100 წლის განმავლობაში ვითარდებოდა. ამ თარიღის აღნიშვნისას ჩვენ ვცდილობთ იმ ქვეყნების წარმომადგენლები ჩამოვიყვანოთ საქართველოში 26 მაისს, რომლებმაც 100 წლის წინ აღიდგინეს დამოუკიდებლობა რუსული იმპერიისაგან თავის დაღწევის შედეგად”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა ბიბლიოთეკარებთან შეხვედრისას.

საქართველოს პრეზიდენტმა იმ პროგრესულ იდეებზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა პირველი რესპუბლიკის შექმნის შემდეგ განახორციელეს.

“21 თებერვალს არის პირველი რესპუბლიკის მიერ მიღებული მთავარი დოკუმენტის – კონსტიტუციის შექმნის საიუბილეო თარიღი.

მაშინდელი კონსტიტუცია უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტის მატარებელი დოკუმენტია. ჩვენი წინაპრები მზად იყვნენ შეექმნათ თანამედროვე ეპოქის სახელმწიფო, სადაც ქალებს მიენიჭათ ხმის მიცემის უფლება, დაცული იყო ოპოზიციის უფლებები. მინდა, რომ ეს ემოცია გაიზიაროს საზოგადოებამ, სწორედ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის თარიღთან მიმართებაში, გაიაზრონ ეპოქა და შეაფასონ ეს მოვლენები. იმედი მაქვს, რომ მოკლე ესეების კონკურსში თქვენი მკითხველებიც თავის წვლილს შეიტანენ. გადმოსცემენ და ასახავენ თანამედროვე ქართველის განცდებს.

ჩვენ რუსული იმპერიისაგან გავთავისუფლდით – რაღაცისგან დამოუკიდებლები გავხდით, ეს აღმაფრთოვანებელია, თავისთავად აღტაცებას ატარებს თავის თავში, მაგრამ ეს ბადებს თავისუფლების მოპოვების საჭიროებას. თავისუფლება დამატებითი შინაარსის მატარებელია, როცა მოძრაობ და მიისწრაფი რაღაც მიზნისათვის, ეს არის თავისუფლება – გააზრებული სწრაფვა მომავლისაკენ. უნდა ვიცოდეთ საით მივდივართ, რას ვგეგმავთ, როგორ ვიცხოვრებთ”, – აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ამ მნიშვნელოვანმა თარიღმა ერისა და სახელმწიფოს მომავალი განსაზღვრა, ასევე განსაზღვრა ქვეყნის პოლიტიკური ორიენტაცია.

“ჩვენ 15 საუკუნის წინ გავაკეთეთ ევროპული პოლიტიკური არჩევანი, ერს, რომელსაც სახელმწიფოებრიობა გააჩნია, ჰყავს მეგობრები, მაგრამ ოკუპირებულია ძლიერი მეზობლის მიერ.

ამ სირთულეების დაძლევაში ჩვენი აქცენტი თავისუფალი მოქალაქეების და თავისუფალი საზოგადოების მიერ თავისუფალი სახელმწიფოს მშენებლობაზე უნდა გავაკეთოთ, რაც ჩვენს მომავალ განვითარებას უზრუნველყოფს”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და სოფლის ბიბლიოთეკარებს თავდაუზოგავი შრომისათვის მადლობა გადაუხადა.

კომენტარები

ბიბლიოთეკები გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობა კონსტიტუცია ოკუპაცია 2018-02-21
Tags ბიბლიოთეკები გიორგი მარგველაშვილი დამოუკიდებლობა კონსტიტუცია ოკუპაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ემა უოტსონი ავსტრალიური Vogue-ისთვის

შემდეგი სტატია

სამინისტრო: თუ არ გაქვთ დაზუსტებული ინფორმაცია, ხართ, თუ არა აცრილი წითელაზე – აიცერით

მსგავსი სტატიები

მიხეილ ჯანელიძის მოსაზრებით ევროატლანტიკური ერთობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ბრძოლის მეთოდები აქტიურად გამოიყენება

12 ოქტ 2017
ბინძური მეთოდებით ცდილობენ რაღაც გაურკვევლობა, დესტრუქცია შემოიტანონ – ამასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით  ინფორმაციას

ბინძური მეთოდებით ცდილობენ რაღაც გაურკვევლობა, დესტრუქცია შემოიტანონ – ამასთან დაკავშირებით დიპლომატიურ კორპუსს მივაწვდით ინფორმაციას

ირაკლი შალიკაშვილი 09 სექ 2021
„სანამ სუს-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა იქნება, მე არ მგონია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს“

„სანამ სუს-ის დღევანდელი ხელმძღვანელობა იქნება, მე არ მგონია, რომ გამოძიება ობიექტურად ჩატარდეს“

სოსო ელისაშვილი 30 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

    ოთარ ყუშანაშვილი ბორის კორჩევნიკოვს ვახტანგ კიკაბიძის შესახებ გაკეთებული განცხადების გამო პასუხობს (ვიდეო)

  • ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

    ფსიქიატრი კორნელიუს კატონა: სააკაშვილს აქვს დემენცია, პირები, რომლებსაც აქვთ დემენცია, არ უნდა იყვნენ ციხეში

  • უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

    უკრაინის ელჩი ნოვაკ ჯოკოვიჩს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსიროს

  • ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

    ბრიტანული დაზვერვა: რუსები ცრუობენ უგლედარსა და ორეხოვის მახლობლად წარმატებებზე

  • შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

    შალვა ხაჭაპურიძე: რატი ბრეგაძემ მართლმსაჯულებას მახვილი გამოართვა, მოსამართლეს მანტია გახადა, თვითონ შემოიცვა ტანზე და მოსამართლის რანგში მოგვევლინა

  • გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

    გია ხუხაშვილი: 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა წელს რუსეთიდან საქართველოში, ამას ეძახის ღარიბაშვილი ეკონომიკურ ზრდას

  • ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

    ირანში აზერბაიჯანის საელჩოს თავს დაესხნენ – დაიღუპა 1 ადამიანი

  • ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

    ესტონეთმა უკრაინას, შესაძლოა, კასეტური საბრძოლო მასალა მიაწოდოს

  • თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

    თიბისი IT აკადემიამ 2022 წელს 300-მდე სტუდენტი გადაამზადა

  • თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

    თიბისის ბიზნეს განათლების პროგრამა – 2022 წლის შეჯამება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge