NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

ტელეკომპანია “იბერიას” ჟურნალისტები სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ

21 თებ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1020 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ტელეკომპანია “იბერიას” საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელმა, ვახო ხუზმიაშვილმა ჟურნალისტების სახელით სპეციალური განცხადება გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.

“ტელეკომპანია „იბერიას“ მთავარი დამფინანსებელი არის „ომეგა“ ჯგუფი და მასში შემავალი კომპანიები, რომელიც აღმოჩნდა სერიოზული ფინანსური დარტყმის ქვეშ. კომპანია „ომეგა“ დღესაც დემპინგის მსხვერპლია, რაც სერიოზულ ფინანსურ პრობლემებს უჩენს ტელეკომპანია „იბერიას“.  არხზე მომუშავე ჟურნალისტები ვვარაუდობთ, რომ ეს ხდება მიზანმიმართულად, იმისთვის რომ ტელეკომპანიამ ვეღარ გააგრძელოს მაუწყებლობა თავისუფალი სარედაქციო პოლიტიკით.

ტელეკომპანია „იბერია“ არის ტელევიზია, რომელიც ყველა ხელისუფლების პირობებში ხდება მიუღებელი და დევნის ობიექტი დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკის გამო. ჩვენ, ჟურნალისტები მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს „ომეგა“ ჯგუფის წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები“, – ნათქვამია ტელეკომპანია „იბერიას“ ჟურნალისტების განცხადებაში.

ცნობისთვის, „ომეგა ჯგუფ თამბაქოს“ გენერალური მენეჯერის ლევან აღდგომელაშვილის განცხადებით, ტელეკომპანია „იბერიას“ , შესაძლოა  ფინანსური პრობლემები შეექმნას. მისი განცხადებით,  კომპანიას მიადგა 100 მილიონიანი ზარალი, რომლის ანაზღაურებას არავინ აპირებს. მისივე თქმით, დემპინგური შეტევა, რომელიც მათ წინააღმდეგ განხორციელდა, პრობლემებს შეუქმნის „ომეგა ჯგუფში“ შემავალ კომპანიებს, მათ შორის ტელეკომპანია „იბერიას“.

„ჩვენს კომპანიას მიადგა 100 მილიონი დოლარის ოდენობის ზიანი კონკრეტული მულტინაციონალური კომპანია „ბრითიშ ამერიქან თობაქოს“ მიერ, კონკურენციის კანონებისა და თამბაქოს კონტროლის კონონის დარღვევის შედეგად. სასამართლოს პირველემა ინსტანციამ ჩვენი სარჩელი მთლიანად დააკმაყოფილა, მეორე ინსტანციამ ზარალი ცნო, მაგრამ უარყო კავშირი დემპინგსა და ჩვენს ზიანს შორის. რა კავშირი შეიძლება ამას ჰქონდეს ტელევიზიასთან – ტელევიზიის ძირითადი დამფინანსებელი არის „ომეგა ჯგუფი“, შესაბამისად, ის 100 მილიონი ზიანი, რომელსაც გიღიარებენ, მაგრამ არ გეუბნებიან, რომ ვინმესგან ანაზღაურებას ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ეს ზიანს აყენებს ფინანსურად არა მარტო „ომეგა ჯგუფის“ სხვა კომპანიებს, არამედ მასში შემავალ ტელეკომპანია „იბერიასაც“.- განაცხადა აღდგომელაშვილმა.

კომენტარები

განცხადება იბერია ჟურნალისტები 2018-02-21
Tags განცხადება იბერია ჟურნალისტები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სვანეთში უხვმა ნალექმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დააზიანა

შემდეგი სტატია

თბილისს ოფიციალური ვიზიტით ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწე ეწვია

მსგავსი სტატიები

“…იმი­ტომ არ მე­გობ­რობ­და ჩემ­თან, რომ ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. მივ­ხვდი, რომ უბ­რა­ლოდ, შე­უყ­ვარ­და ქალი, რო­მელ­საც ეკა ხო­ფე­რია ჰქვია…”

“…იმი­ტომ არ მე­გობ­რობ­და ჩემ­თან, რომ ცნო­ბი­ლი ჟურ­ნა­ლის­ტი ვარ. მივ­ხვდი, რომ უბ­რა­ლოდ, შე­უყ­ვარ­და ქალი, რო­მელ­საც ეკა ხო­ფე­რია ჰქვია…”

ნინო ჩხეიძე 28 იან 2022

გიორგი კვირიკაშვილი ჯეიმს აპატურაის შეხვდა

12 ოქტ 2017
დღეს „დინამო“ „დუნაისკა სტრედას“ თბილისში შეხვდება – უგულშემატკივრე შენი ქვეყნის გუნდს!

დღეს „დინამო“ „დუნაისკა სტრედას“ თბილისში შეხვდება – უგულშემატკივრე შენი ქვეყნის გუნდს!

19 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

    რა საინტერესო ფაქტები იმალება თეთრი ფერის მიღმა

  • დღე ისტორიაში – 30 მარტი

    დღე ისტორიაში – 30 მარტი

  • ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

    ალექსი რეზნიკოვი: კონტრიერიშები იგეგმება რამდენიმე მიმართულებით – ვფიქრობ, მათ აპრილ-მაისში ვნახავთ

  • რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“  წერილს აქვეყნებს

    რატომ არ დაუშვა კონკურსზე ბექა ქურხულის წიგნი – „საბა“ წერილს აქვეყნებს

  • ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

    ომარ სამუშია: მათთვის ვინც არ იცის, ან არ ახსოვს, რესპუბლიკური საავადმყოფო იყო ქართული მედიცინის ცოდნის ტაძარი

  • სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

    სალომე ზურაბიშვილი: … მას ალტერნატივა არ აქვს!

  • აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

    აზერბაიჯანში პარლამენტის წევრზე, ფაზილ მუსტაფაზე შეიარაღებული თავდასხმა მოხდა

  • საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

    საბჭოთა კავშირის მიერ ჩადენილი სასტიკი დანაშაული, რომელმაც 1932-1933 წლებში 5 მილიონზე მეტი უკრაინელი შეიწირა

  • “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

    “სა­დაც დე­დაა, ეს არ არის თავ­შე­სა­ფა­რი, ეს არის მო­ხუც­თა სახ­ლი! აქ და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლს ეძა­ხი­ან, ფრან­გუ­ლი­დან რომ გა­და­თარ­გმნოთ…”

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით საჯარო მეტყველებაში მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო კონკურსი ჩატარდება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge