ყველა სახელმწიფოში, ყველა ქვეყანაში, ყველა ერში არიან კრიმინალები, სახელმწიფოები განსხვავდებიან ერთმანეთისგან იმის მიხედვით, რამდენად ორგანიზებულად პასუხობენ ისინი კრიმინალს, ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა თელავის უნივერსიტეტში სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
გიორგი მარგველაშვილმა განცხადებით, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა რუსული პროპაგანდის შედეგი იყოს ის, რომ ევროპის დედაქალაქებში სწორედ ქართველების მიმართ მედია არის განსაკუთრებულად მობილიზებული.
„რუსული პროპაგანდის შედეგი შეიძლება იყოს რიგ შემთხვევებში, როდესაც ევროპის დედაქალაქებში სწორედ ქართველების მიმართ მედია არის განსაკუთრებულად მობილიზებული და ქართველების თემას განსაკუთრებით წამოწევს. როდესაც საზოგადოებრივი პროჟექტორი არის მიჩენილი ქართველებზე, მერე უკვე ამის პედალირება ხდება.
ბევრი დეტალია, პირველ რიგში უნდა ვიცოდეთ, როგორია რეგულაციები, მეორე – კრიმინალი აღკვეთილი უნდა იყოს და ქართული სახელმწიფო ერთ-ერთი ყველაზე პასუხისმგებლიანი სახელმწიფოა, რომელიც ევროპას ეთანამშრომლება და ქართული სამართალდამცავი სისტემა სრულად პასუხობს მათ მოთხოვნებს და მესამე – ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ქართველების წარმატება, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ლიდერი ქვეყნისა, ძალიან მძიმედ აღიქმება რუსი პოლიტიკოსების მიერ“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
კომენტარები