მუსტაფა ემრე ჩაბუქის გირაოთი გათავისუფლებას იუსტიციის მინისტრი გამოეხმაურა. თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობს რისკი, მისივე თქმით, შესაძლოა სასამართლოს ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდეს.
„ის უბრალოდ ციხის გარეთ დაელოდება ექსტრადიციის სასამართლო პროცედურების დასრულებას და მე, როგორც ექსტრადიციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების მიმღები პირი, როგორც ადრე აღვნიშნე, ველოდები სასამართლოს პროცედურის დასრულებას, ხოლო რაც შეეხება გუშინდელ გადაწყვეტილებას, რომელიც ეხება პატიმრობის შეცვლას გირაოთი, ვფიქრობ, რომ გირაოს თანხის ნაწილში არსებობს რისკი. ალბათ გასაანალიზებელი იქნება ჩვენი მხრიდან, ხომ არ უნდა გასაჩივრდეს გირაოს თანხის ნაწილში გუშინდელი გადაწყვეტილება“,-განაცხადა წულუკიანმა.
კომენტარები