NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დაზვერვის სამსახურის უფროსს მოუსმინეს

20 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 415 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვისა და უშიშროების, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსმა, დავით სუჯაშვილმა საინფორმაციო ბრიფინგი გამართა. საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ანგარიში, დახურულ ფორმატში წარიმართა. ღონისძიების დასრულების შემდეგ, სამსახურის უფროსმა მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა და საქართველოს მიმართ არსებულ საფრთხეებზე დასმულ კითხვას უპასუხა.

„პარლამენტში საკმაოდ კონსტრუქციული შეხვედრა გაიმართა. დაზვერვის სამსახურმა წარმოადგინა საინფორმაციო ბრიფინგი, რომელიც მოიცავდა სამსახურის ხედვას საერთაშორისო სივრცეებში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია და როგორ ფიქრობთ, მთავარი საფრთხე საიდან მოდის?!”, – განაცხადა დავით სუჯაშვილმა.

საქართველოს დაზვერვის სამსახურის საინფორმაციო ბრიფინგი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი სესიაშვილმა შეაფასა. მისი განცხადებით, საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელების მიზნით კომიტეტები სახელმწიფო სამსახურების საქმიანობას ეცნობიან და ეს პირველ რიგში, პარლამენტის წევრებს სჭირდებათ.

„ჩვენ, დეპუტატებს, რომლებიც ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ამომწურავი ინფორმაცია გვჭირდება საგარეო საფრთხეებზე, რისკებზე, იმ პროცესებზე, რომლებიც განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში მიმდინარეობს. დაზვერვის სამსახურიდან დღეს მოვისმინეთ ზოგადი ინფორმაცია საგარეო საფრთხეებზე და რისკებზე. ჩვენ შემდგომში, იმ თემატიკიდან გამომდინარე რაც დეპუტატებს აინტერესებთ, გავაგრძელებთ უკვე კონკრეტულად თითოეული თემის ჩაშლას და სიღრმეებში გაანალიზებას საფრთხეებთან და რისკებთან მიმართებაში. ეს მნიშვნელოვანია, რათა საგარეო საფრთხეების განსაზღვრისას დეპუტატები სრულად იყვნენ ინფორმირებულნი. დაზვერვის სამსახური საკმაოდ ეფექტურად მუშაობს. ბევრი რეფორმა განხორციელდა ამ ბოლო პერიოდში და ჩვენ ამ შედეგებს ვიყენებთ და ვსარგებლობთ. ვფიქრობთ, რომ მომავალშიც მსგავსი შეხვედრები ინტენსიურად გაიმართება”, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

საინფორმაციო ბრიფინგის დასრულების შემდეგ კომიტეტებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხებიც განიხილეს. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტმა თავმჯდომარის მოადგილედ ემზარ კვიციანი აირჩია. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა კი, უმრავლესობაში კვოტების გადანაწილების გამო, თავმჯდომარის მოადგილედ კობა კობალაძის კანდიდატურას მეორედ დაუჭირეს მხარი.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი სამხედრო ძალების რეზერვის საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით გაგრძელდა. თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ნუკრი გელაშვილმა კომიტეტის წევრებს „სამხედრო ძალების რეზერვისა და სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” კანონპროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები მუხლობრივად გააცნო და იმ ცვლილებებზე ისაუბრა, რომლებიც საკითხის პირველი მოსმენის დროს, კომიტეტის მხრიდან იქნა დაყენებული. სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით, კომიტეტმა კანონპროექტთა პაკეტის მეორე მოსმენით პლენარულ სხდომაზე გატანას, მხარი დაუჭირა.

კომენტარები

დავით სუჯაშვილი დაზვერვის სამსახური თავდაცვის კომიტეტი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ნუკრი გელაშვილი 2018-02-20
Tags დავით სუჯაშვილი დაზვერვის სამსახური თავდაცვის კომიტეტი კომიტეტების გაერთიანებული სხდომა ნუკრი გელაშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„თუ ვეტო იქნება დაძლეული, ”მაუწყებლობის შესახებ” კანონი დააზარალებს პლურალისტურ მედიას და „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ იმიჯს“

შემდეგი სტატია

ფოტოები: არტისტის ძალიან რეალისტური სკულპტურები

მსგავსი სტატიები

სახალხო დამცველი მოუწოდებს შესაბამის ორგანოებს უზრუნველყონ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარება

10 ოქტ 2017
საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

საქართველოს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა, სამწუხაროდ, სამარცხვინოდ ჩაიწერება ჩვენი ქვეყნის ისტორიაში

ირაკლი შალიკაშვილი 15 მაი 2020

სერგო თეთრაძის წამების საქმეზე ბაჩო ახალაიას 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

23 აპრ 2018

უახლესი ამბები

  • ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

    ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

  • Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

    Wizz AIR-ი ვარშავისა და ვილნიუსის მიმართულებით ქუთაისიდან რეგულარული რეისების განახლებას იწყებს

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818  ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 818 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

    ლილი ფოფხაძე – მზეჭაბუკი

  • პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

    პრინც ფილიპის დაკრძალვის ცერემონიის ამსახველი ფოტოები

  • მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

    მანჩო გიორგობიანი: დიახ, მხარს ვუჭერ რობერტ სტურუას!

  • რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

    რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ უკრაინის კონსულს ქვეყნის დატოვებისთვის კონკრეტული დრო განუსაზღვრა

  • არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

    არველაძეების მიერ შესრულებულმა შალახომ სოციალური ქსელი უსწრაფესად დაიპყრო

  • ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

    ,,გილდიას” წევრებმა რუსთაველის თეატრის წინ ძალადობისა და დისკრიმინაციის წინააღმდეგ აქცია გამართეს

  • კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

    კობა ნაყოფია: ყველა ერთიანია, რომ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ …

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge