NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გახარიამ და კალაძემ „112“-ის ახალი პროგრამა წარადგინეს

გახარიამ და კალაძემ „112“-ის ახალი პროგრამა წარადგინეს

20 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 778 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს, ევროპის მოედანზე, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ ახალი პროექტი წარადგინეს, რომელიც გულისხმობს შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრში, საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებისთვის პროგრამული უზრუნველყოფის დანერგვას.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ „112“-ში, აღნიშნული პროგრამის საშუალებით, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან კოორდინაციით, „112“-ში შემოსული შეტყობინებისთანავე, ოპერატორი შეძლებს ელექტრონული კომუნიკაციის გზით, მყისიერად გადასცეს საჭირო დეტალური ინფორმაცია თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრსა და პატრულ-ინსპექტორებს.

პროექტის წარდგენისას, შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ, პროგრამის მნიშვნელობაზე და შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე საპოლიციო სერვისების განვითარებაზე ისაუბრა.

„დღეს ჩვენ მნიშვნელოვანი დღე გვაქვს, რადგან როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ რეფორმებს ვატარებთ როგორც პოლიციაში, საპატრულო პოლიციაში, ასევე, ქალაქში. დღეს გვინდა წარმოგიდგინოთ ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯი. ჩვენ წარმოგიდგენთ პროგრამულ უზრუნველყოფას, რომელიც უფრო დახვეწილ და ხარისხიან სერვისს მიაწვდის თითოეულ ჩვენს მოქალაქეს. ის მარტივად და ეფექტურად აკავშირებს 112-ს საპატრულო პოლიციას და თბილისის სასწრაფო დახმარების ცენტრს. ეს გახლავთ ძალზედ მნიშვნელოვანი სერვისი, რადგან თითოეულ მოქალაქესთან უნდა ვიყოთ ეფექტიანები, სწრაფები და მათთან ახლოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მას სჭირდება დახმარება.

მოგეხსენაბათ, შინაგან საქმეთა სამინისტროში ვატარებთ მრავალ რეფორმას და მინდა წინასწარ გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში წარმოვადგენთ იმ ერთიანი სივრცის, ინტეგრირებული პლატფორმის პრეზენტაციას, რომელიც კიდევ უფრო დაგვაახლოვებს ჩვენ მოქალაქეებთან. მოგეხსენებათ, ჩვენი ძირითადი მიზანი გახლავთ საპოლიციო სერვისების კიდევ უფრო განვითარება, რომ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციას შორის კავშირი იყოს კიდევ უფრო ეფექტური, ნდობა იყოს კიდევ უფრო მაღალი და ჩვენს ქალაქში კიდევ უფრო მაღალი ხარისხით იყოს მართლწესრიგი უზრუნველყოფილი. რა თქმა უნდა, ამ მიმართულებით ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან და ეს პროექტი გახლავთ ჩვენი თანამშრომლობის ერთ-ერთი მაგალითი. კარგად გვესმის, რომ ჩვენი ძირითადი მიზანი, თბილისში და ქვეყანაში, მართლწესრიგის დამყარებაა. მადლობას გიხდით დღეს მობრძანებისთვის. მინდა მოგილოცოთ კიდევ ერთი ასეთი წინგადადგმული ნაბიჯი!“ – განაცხადა გიორგი გახარიამ

მიმდინარე წლიდან აღნიშნული პროგრამა სრულად ჩაიწერება საპატრულო ეკიპაჟების და თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადების პორტატიულ კომპიუტერებში. სიახლის მთავარი უპირატესობაა კომუნიკაციის დროის შემცირება და შემთხვევის შესახებ დამატებითი ინფორმაციის უმოკლეს დროში გაგზავნის შესაძლებლობა.

ელექტრონულ სისტემაზე გადასვლას მინიმუმამდე დაჰყავს როგორც ვერბალური კომუნიკაცია, ისე ცდომილების ალბათობა, რაც საგრძნობლად აუმჯობესებს მომსახურების ხარისხს და რეაგირების ოპერატიულობას, რომელიც ამ პროცესში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და რიგ შემთხვევაში, გადამწყვეტი ფაქტორია.

კომენტარები

112 გიორგი გახარია კახა კალაძე პატრული პოლიცია სასწრაფო დახმარება 2018-02-20
Tags 112 გიორგი გახარია კახა კალაძე პატრული პოლიცია სასწრაფო დახმარება
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ჩვენი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ მშობლებმა წარმოადგინონ ცნობა ბავშვის ჯანმრთელობასა და აცრებთან დაკავშირებით“

შემდეგი სტატია

საკონსტიტუციო სასამართლო გაუთქმელობის მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობაზე იმსჯელებს

მსგავსი სტატიები

პროკურატურა: სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა

17 აგვ 2017

სამარშუტო ტაქსების გაგრილების უჩვეულო გზა

23 აგვ 2017
დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორის მოხვდა

დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი ევროპული მემკვიდრეობის განსაკუთრებული საფრთხის ქვეშ მყოფ 7 ძეგლს შორის მოხვდა

სოსო ელისაშვილი 15 მარ 2018

უახლესი ამბები

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge