„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ შესახებ პარლამენტის მიერ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე უმრავლესობა დღეს იმსჯელებს.
სხდომა 11:00 საათზე, „ქართული ოცნების“ ოფისში გაიმართება, რის შემდეგაც გახდება ცნობილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს მმართველი გუნდი „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.
„უმრავლესობაში ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა შეთანხმების მიღწევის კუთხით და ბუნებრივია, ჩვენ ერთიანი პოზიციით გამოვალთ. თუ ესა თუ ის კომპანია არის ისეთი ინტერესის მქონე, რომ მასში რეკლამისთვის გადაიხდის ადამიანი ფულს, ეს ნიშნავს, რომ ის არის ყურებადი. ჩემი აზრით უფრო კონკურენტუნარიანი იქნება ის, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს ჰქონდეს ამის უფლება“,-განაცხადა უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა.
კომენტარები