NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება

19 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 702 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

მშენებლობაზე უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 30 ათასი ლარი იქნება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა, სადაც  მშენებლობის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრეს.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მშენებლობის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდება.

„მინდა მადლობა ვუთხრა პარლამენტს მხარდაჭერისთვის. ცვლილებები, რომლის განხორციელებასაც ვაპირებთ, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების თვალსაზრისით მშენებლობებზე. დედაქალაქში ძალიან ბევრი მშენებლობა მიმდინარეობს და ჩვენთვის იქ მომუშავე ადამიანების უსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი. კონკრეტულად ცვლილებებს რაც შეეხება. დღეს თუ რამე დარღვევა იკვეთება პირველ ეტაპზე, მათ მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება აქვთ, განმეორების შემთხვევაში 3000 ლარიანი ჯარიმა და ეს ჯარიმა ყოველ დარღვევაზე იზრდებოდა. მომზადებული ცვლილებების მიხედვით, პირველივე დარღვევაზე ჯარიმა იქნება 30 ათასი ლარის ოდენობის. კონკრეტულ შემთხვევებზე, სადაც მაგალითად მიმდინარეობდა მშენებლობა და დარღვევების გამო, ჰქონდათ მშენებლობა შეჩერებული, მიუხედავად შეჩერებისა, ინვესტორი კონკრეტული კომპანია აგრძელებს მუშაობას ის დაჯარიმდება 50 ათასი ლარით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ასევე უკანონო მშენებლობებზე, თუ ტერიტორია, მიწა არის სახელმწიფოს საკუთრება და მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, ჯარიმა იქნება 25 ათასი ლარი, კერძო საკუთრებაზე კი – 20 ათასი ლარი.

“ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს პრობლემის მოგვარებას, რაც ჩვენ გვაქვს მშენებლობებზე, რომ ჩაფხუტებისა და ყოველგვარი დამცავის გარეშე მუშაობენ. მშენებლის ინტერესში უნდა იყოს, რომ მის დაქვემდებარებაში მყოფი ადამიანები მუშაობდნენ უსაფრთხოდ. მგონია, რომ ეს ჯარიმები არსებული პრობლემების მოგვარებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

ირაკლი კობახიძე კახი კალაძე მშენებლობის უსაფრთხოება ჯარიმა 2018-02-19
Tags ირაკლი კობახიძე კახი კალაძე მშენებლობის უსაფრთხოება ჯარიმა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

შემდეგი სტატია

„სავალალოა, რომ ჩვენ გვყავს მოსამართლე, რომელიც ჭორაობის დონეზე ცდილობს გადაიტანოს ყურადღება იმ პრობლემებიდან, რომელიც სასამართლოში არსებობს“

მსგავსი სტატიები

მელია: „გავრილოვის ღამე“ ამ ქვეყანაში არ დასრულებულა და გრძელდება

მელია: „გავრილოვის ღამე“ ამ ქვეყანაში არ დასრულებულა და გრძელდება

ნინო ჩხეიძე 08 ნოე 2020
„ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ“

„ზაზა სარალიძესთანაა სასწრაფოდ სალაპარაკო და ასახსნელი, რომ ტრაგედიებს ჩასაფრებული სვავების შემოკრებით შორს ვერ წავალთ“

01 ივნ 2018

„ეს არის მართლაც ზღვარგადასული ცილისმწამებლური კამპანია“

25 სექ 2018

უახლესი ამბები

  • ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

    ხონის მუნიციპალიტეტში, მდინარე ცხენისწყალში 6 წლის ბავშვს ეძებენ

  • წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

    წილოსანი: პარლამენტის შტურმის ფაქტის “გავრილოვის ღამედ” მოხსენიება არ არის კორექტული – იმედი მაქვს, ეს თარგმნის ან სხვა სახის პრობლემასთანაა დაკავშირებული

  • იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

    იენს სტოლტენბერგი: რუსული ძალების მიერ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დაკავება ზრდის ბირთვული ავარიის რისკს

  • გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

    გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში ლვოვში ჩავიდა

  • მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

    მაჭარაშვილი: საინტერესოა, რომ გავრილოვის ღამეზე საუბრობს აშშ-ს ელჩი და ხელისუფლებას აბრალებს, თითქოს ხელისუფლებამ შტურმი მიიტანა პარლამენტზე

  • გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

    გვაქვს შეთანხმება, რომ აშშ-სა და პარტნიორების მიერ მოწოდებულ იარაღს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოვიყენებთ, მაგრამ ეს დროებით ოკუპირებულ ყირიმს არ ეხება

  • იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

    იაგო ხვიჩია: ვეთანხმები ქალბატონ კელის – ამ ოთხეულის, უფრო სწორად „ქართული ოცნების“ ქმედება არც  დიპლომატიურ ეტიკეტში და არც ადამიანურ ურთიერთობებში არ წერია

  • მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

    მეუფე სპირიდონი: შეურაცხყოფას აყენებენ. რუს ტურისტებს აყენებენ შეურაცხყოფას. რა უნდა ვთქვათ?! არაფერში არ წერია ეს… ასე აკეთებდა გიტლერი, ადოლფ გიტლერი

  • ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

    ირაკლი ჟვანია: ქალაქი გამოიშიგნა ხელმისაწვდომი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ფუნქციებისგან

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი  2022“ გაიმართება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ბახმაროს ტრადიციული დოღი – „ბახმაროს თასი 2022“ გაიმართება

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge