დოდო გუგეშაშვილი „იმედის კვირასთან“ ინტერვიუში აცხადებს, რომ პიროვნება რომელიც მას და მის შვილს თავს დაესხა, მკვლელობანდე ერთი დღით ადრე ესტუმრა სახლში, თუმცა თავად სხვა საქმეზე მიდიოდა და სტუმარი მეორე დღისთვის დაიბარა.
„ძალიან უცნაური გარეგნობით დადიოდა, სულ მეტისმეტად შეფუთული, არ ჩანდა სახის ნაკვთები, არ ჩანდა თვალები, არაფრით გამორჩეული. არც ძალიან ახალგაზრდა და არც ძალიან მოხუცი. არ შემიძლია მისი გარეგნობის აღწერა.
როგორც კი საძინებლიდან სამზარეულოს კართან მოვედი, მესროლა. ჩემ ვაჟს ეძინა. ადამიანი იყო ნიღბით და „კაპიუშონით“, მას უკვე სხვა გარეგნობა ჰქონდა ბოლო დღეს“,-განაცხადა გუგეშაშვილმა.
დოდო გუგეშაშვილის განცხადებებით, მის შვილს მტრები არ ჰყოლია და ვერსია, რომ მკვლელის სამიზნე შესაძლოა მისი ვაჟი ყოფილიყო, მისთვის არადამაჯერებელია. ის ასევე არ უკავშირებს ამ თავდასხმას 90-იანი წლების პერიოდს.
„ჩემი შვილი 33 წლის გახდა და ის ძალიან კარგი ახალგაზრდაა, მას მტრები არ უნდა ჰყოლოდა, ჩემმა შვილმა ძალიან დიდი სიყვარული დათესა ქვეყანაზე.
კომენტარები