NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

შსს-მ დანაშაულის პრევენციის მიზნით უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

17 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 336 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 5-17 თებერვალს სვანეთში, კახეთში, აჭარაში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელოში და თბილისში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოიღეს: ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი “კალაშნიკოვი”, 2 მცირეკალიბრიანი შაშხანა, 6 პისტოლეტი, 3  სანადირო თოფი, 2 ე.წ. აბრეზი, 602 სხვადასხვა კალიბრის საბრძოლო ვაზნა და 6 მჭიდი. ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, პასუხისგებაში 15 პირი მიეცა.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2  და მე-3 ნაწილებით -ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე მიმდინარეობს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამცხე-ჯავახეთში მოქალაქეებმა სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, ფეთქებადი ნივთიერება, ასაფეთქებელი მოწყობილობები და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარუდგინეს პოლიციას. სულ ჩაბარებულია: 3 გადაჭრილი სანადირო თოფი,  19 ხელყუმბარა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის 3 მჭიდი, სხვადასხვა სახის იარაღისთვის განკუთვნილი 258 ვაზნა და ერთი ტანკსაწინააღმდეგო ნაღმი. აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან თავისუფლდებიან.

კომენტარები

ასაფეთქებელი ნივთიერება კალაშნიკოვი მჭიდი პისტოლეტი უკანონო იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ხელყუმბარა 2018-02-17
Tags ასაფეთქებელი ნივთიერება კალაშნიკოვი მჭიდი პისტოლეტი უკანონო იარაღი შინაგან საქმეთა სამინისტრო შსს ხელყუმბარა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ფატუ ბენსუდა აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში ქართულ მხარესთან თანამშრომლობას დადებითად აფასებს

შემდეგი სტატია

მიხეილ ჯანელიძემ მიუნხენში მცხოვრებ ქართველებთან დიასპორის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა

მსგავსი სტატიები

ტრამპმა სტრატეგიული საკითხების მრჩეველი დაითხოვა

ტრამპმა სტრატეგიული საკითხების მრჩეველი დაითხოვა

18 აგვ 2017
უნდა მოხდეს სასამართლოს მმართველობითი ბერკეტებიდან კლანის ჩამოცილება – დამოუკიდებელი იურისტები პარლამენტს რეზოლუციით მიმართავენ

უნდა მოხდეს სასამართლოს მმართველობითი ბერკეტებიდან კლანის ჩამოცილება – დამოუკიდებელი იურისტები პარლამენტს რეზოლუციით მიმართავენ

ირაკლი შალიკაშვილი 04 ივნ 2019
სააკაშვილი – ქართველები და უკრაინელები უნდა გაერთიანდნენ ოლიგარქების წინააღმდეგ

სააკაშვილი – ქართველები და უკრაინელები უნდა გაერთიანდნენ ოლიგარქების წინააღმდეგ

15 იან 2018

უახლესი ამბები

  • გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

    გია ხუხაშვილი: 2013-ში ვეცადე ამეხსნა ერთი კაცისთვის, რომ უკანონო მოსმენები …

  • ტედროს ადჰანო გებრეისუსი:  მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

    ტედროს ადჰანო გებრეისუსი: მომავალ კვირას „კოვაქსის“ პლატფორმით 31 ქვეყანა 14.4 მილიონ დოზა ვაქცინას მიიღებს

  • გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

    გიორგი ვაშაძე: მივმართავ პირადად ღარიბაშვილს …

  • 14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

    14 წლის მოზარდის მიმართ გარყვნილი ქმედების ბრალდებით მამაკაცი დააკავეს

  • “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

    “ჩვენ ვიხილავთ ამ საკითხს, რომ შეთანხმების შემდგომ შეიძლება შევიდეთ პარლამენტში, რადგან საკონსტიტუციო ცვლილებებიც მისაღებია და ამას ჩვენი მონაწილეობა სჭირდება”

  • “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

    “ამბიციური გეგმა გვაქვს საკმაოდ, გვინდა, რომ მომავალ წელს პირველები ვიყოთ” – რუსთავი 2-ში სტრუქტურული რეორგანიზება იგეგმება

  • უცხო კაცი

    უცხო კაცი

  • “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

    “მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ამის აცილება შესაძლებელია”

  • “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

    “არის დიდი აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა, მე ვხედავ, რომ ყველა მხრიდან არის იმის სურვილი, რომ საკითხები გადაწყდეს”

  • არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

    არც თქვენ ხართ შარლ მიშელი და არც მე ვარ არჩილ თალაკვაძე, ვის უნდა შევურიგდე და რაზე?

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge