NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»პრემიერი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

პრემიერი აშშ-ს თავდაცვის მდივანს შეხვდა

17 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 611 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
ამერიკის შეერთებული შტატები განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას, როგორც თავდაცვისუნარიანობის ამაღლების, ისე ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, – ამის შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ჯეიმს მატისმა საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადა, რომელიც მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
 
პრემიერმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს დიდი მადლობა გადაუხადა საქართველოს ძალიან მტკიცე და აქტიური მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ გასული წელი, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის მხარდაჭერით, ორმხრივ ურთიერთობებში განსაკუთრებულად წარმატებული იყო.
 
მხარეებმა განიხილეს რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და რუსეთის აგრესიული ქმედებები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და ადამიანის უფლებების კუთხით იქ არსებული მძიმე მდგომარეობა. აღინიშნა საქართველოს ძალისხმევა კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების მიმართულებით და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში ძირითად საკითხებზე შედეგების მაქსიმალურად მიღწევის მნიშვნელობა.
 
პრემიერმინისტრმა აშშ-ს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაუმჯობესებისთვის გაწეული ფასდაუდებელი დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და განსაკუთრებით აღნიშნა აშშ-ის თავდაცვის მდივნის პირადი და ამერიკის მხარდაჭერა თავდაცვის სფეროში მსგავსი დონის თანამშრომლობის მიღწევის პროცესში. ყურადღება გამახვილდა თავდაცვის სფეროში განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებზე, ასევე – საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ფარგლებში და სამხედრო შეიარაღების მიმართულებით თანამშრომლობაზე. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პროცესსა და ნატოს მომავალ სამიტზე. აღინიშნა, რომ აშშ-ის პოზიცია, საქართველოს ნატოში წევრობასთან დაკავშირებით, ურყევია და ამერიკა მხარს უჭერს ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ხაზი გაუსვა საქართველოს უმნიშვნელოვანეს წვლილს და ქართველი სამხედროების როლს რეგიონულ და გლობალურ უსაფრთხოებაში და განაცხადა, რომ ეს მნიშვნელოვანია, როგორც აშშ-თვის, ისე – გლობალური უსაფრთხოებისთვის. შეხვედრისას, ასევე, განსაკუთრებით აღინიშნა საქართველოში განხორციელებული წარმატებული ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმები, რომლებიც ხელს უწყობს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს და ქვეყანას აძლიერებს.
საქართველოს პრემიერმინისტრმა აშშ-ის თავდაცვის მდივანს ფლორიდის შტატის სკოლაში მომხდარი თავდასხმისას დაღუპულთა გამო მიუსამძიმრა, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ში ხუთდღიანი გლოვაა გამოცხადებული.

კომენტარები

აშშ გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მდივანი კვირიკაშვილი მეტისი პრემიერი ჯეიმს მატისი ჯეიმს მეტისი 2018-02-17
Tags აშშ გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვის მდივანი კვირიკაშვილი მეტისი პრემიერი ჯეიმს მატისი ჯეიმს მეტისი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„იმდენად უსახური იყო, არ შემიძლია აღვწერო სახე“

შემდეგი სტატია

ადამ ლევინს და ბეჰატი პრინსლუს მეორე შვილი შეეძინათ

მსგავსი სტატიები

კახეთში კაკაბზე ნადირობის ფაქტი გამოვლინდა

19 დეკ 2017
შსს: ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეზღუდულია

შსს: ვერეს ხეობის მიმართულებით მოძრაობა დროებით შეზღუდულია

12 ივნ 2018

გოგი წულაიამ ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი გახსნა

სოსო ელისაშვილი 25 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

    დემნა გვასალია: მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა

  • ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

    ამირან გამყრელიძე: ჩვენი ძირითადი მოწოდებაა იმუნიზაცია

  • ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

    ზელენსკი: ჩვენ არ დავთმობთ ჩვენს მიწას

  • მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

    მედვედევი: აშშ-მა და მისმა მარიონეტებმა უნდა დაიმახსოვრონ ბიბლიის სიტყვები: “ნუ განიკითხავთ და არ განიკითხებით”, რათა ერთ დღეს არ დაატყდეთ უფლის რისხვის დიდი დღე

  • ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

    ევროკავშირის გზავნილი ნათელია – ახლა დროა, საქართველოს მთავრობა, თავის მართლების ნაცვლად, საქმეს შეუდგეს

  • ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

    ზურაბ ჯაფარიძე: როცა ბევრი ხალხი იყო აქციაზე, ყველას უნდოდა ამ წარმატების ნაწილი ყოფილიყო, მაგრამ როგორც კი პატარა წარუმატებლობა დაიდო…

  • პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

    პარიზი. დემნა გვასალიას შოუ (ვიდეო)

  • მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

    მდინარაძე: როცა უკრაინის ხელისუფლება პირდაპირ მოგვიწოდებდა ომისკენ, აქაური რადიკალური ოპოზიცია და ენჯეოები პირდაპირ ტესტავდნენ ომის ნარატივს

  • მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

    მდინარაძე: ჩემ კოლეგებს შევუერთდები ამ პათოსში და ვიტყვი, რომ ზუსტად იმავეს გავაკეთებდი, რაც ანრიმ გააკეთა. დავიჯერებ დიმიტრი სამხარაძის გინებაზე გაბრაზებას თუ…

  • მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

    მედია: 33 წლის მამაკაცი, რომელმაც გოგო გააუპატიურა, მამამ დედის თვალწინ მოკლა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge