NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვახტანგ შაქარიშვილი: „მერიის სტრუქტურული ცვლილებებით სახელფასო ფონდი არ გაიზრდება“

ვახტანგ შაქარიშვილი: „მერიის სტრუქტურული ცვლილებებით სახელფასო ფონდი არ გაიზრდება“

16 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 825 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ხაზგასმით და ცალსახად აღვნიშნავ, რომ მერიაში დაწყებული სტრუქტურული ცვლილებები და ფუნქციური ოპტიმიზაცია არ იწვევს სახელფასო ფონდის ზრდას,“- ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ ვახტანგ შაქარიშვილმა ოპოზიციის განცხადების საპასუხოდ გააკეთა. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

რაც შეეხება 2018 წლის ბიუჯეტს, როგორც ვახტანგ შაქარიშვილმა აღნიშნა, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე დამატებით 34 მილიონი ლარით გაზრდილ ბიუჯეტს მიიღებენ, რომელიც იმ პროგრამული პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება, რაზეც მმართველი გუნდი წინასაარჩევნოდ საუბრობდა.

„ერთ-ერთი მთავარია სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება. წელსვე ქალაქს დამატებით 100 ახალი, ეკოლოგიურად სუფთა ავტობუსი ეყოლება. ეს არის ის პრიორიტეტები და ჩარჩო გეგმა, რაზეც ჩვენ ვესაუბრებოდით საზოგადოებას და წელსვე ჩვენ დავიწყეთ ამ პრიორიტეტების შესრულება. კერძოდ, ბიუჯეტი გავზარდეთ 60 მილიონი ლარით, დღეს სხდომაზე დამატებით 34 მილიონი ლარით გაიზრდება ბიუჯეტი“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს მეტროსადგურებისთვის გამოყოფილი თანხების შემცირების შესახებ, ფრაქცია „ქართულო ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო სწავლობს ყველა მეტროსადგურში არსებულ მდგომარეობას, როგორც აქამდე ჩატარებული სამუშაოების, ასევე იმ საპროექტო დავალებების ექსპერტიზა ხდება, რომელთა მიხედვითაც მეტროსადგურებში სარეაბილიტაციო სამუშაოები უნდა განხორციელებულიყო.

„ამისთვის გარკვეული დროა საჭირო. რომ არ მომხდარიყო თანხების აუთვისებლობა, ასიგნინებების ოპტიმიზაცია მოხდა და თანხების ნაწილი მიემართება ავტობუსების შესასყიდად. წელსვე ჩატარდება მეტროსადგურების რეაბილიტაცია და ამავდროულად, შევიძენთ 100 ახალ ავტობუსს“, – განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა.

 

 

კომენტარები

ბიუჯეტი ვახტანგ შაქარიშვილი მერია მერიის ბიუჯეტი მერიის სახელფასო ფონდი სახელფასო ფონდი 2018-02-16
Tags ბიუჯეტი ვახტანგ შაქარიშვილი მერია მერიის ბიუჯეტი მერიის სახელფასო ფონდი სახელფასო ფონდი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

დედაქალაქის ბიუჯეტთან დაკავშირებით საკრებულოს ოპოზიციის შენიშვნები მმართველი გუნდისთვის მიუღებელია

შემდეგი სტატია

ჯენიფერ ენისტონი ქმარს შორდება

მსგავსი სტატიები

შალვა პაპუაშვილი: დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საუბარია იმ წამებაზე, რომელიც განიცადა პატიმარმა 2011 წელს – მორიგი ცემის დროს მან დაკარგა გონება და როდესაც გამოფხიზლდა, ნახა, რომ ციხის მორგში ბორკილით იყო მიბმული მილზე, გვამებთან ერთად

შალვა პაპუაშვილი: დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, სადაც საუბარია იმ წამებაზე, რომელიც განიცადა პატიმარმა 2011 წელს – მორიგი ცემის დროს მან დაკარგა გონება და როდესაც გამოფხიზლდა, ნახა, რომ ციხის მორგში ბორკილით იყო მიბმული მილზე, გვამებთან ერთად

ნინო ჩხეიძე 17 თებ 2023
დღეში 22000 ტესტის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ სამწუხაროდ, მომართვიანობა 14000-მდე ჩამოვიდა – ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, ტესტი ჩაიტარონ

დღეში 22000 ტესტის ჩატარება შეგვიძლია, მაგრამ სამწუხაროდ, მომართვიანობა 14000-მდე ჩამოვიდა – ძალიან ვთხოვ, ვისაც მცირე სიმპტომები მაინც ექნება, ტესტი ჩაიტარონ

ირაკლი შალიკაშვილი 25 დეკ 2020
პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული საახალწლო მიღება დიპლომატებისთვის –  ფოტოგალერეა

პრემიერ-მინისტრის სახელით გამართული საახალწლო მიღება დიპლომატებისთვის – ფოტოგალერეა

ნინო ჩხეიძე 21 დეკ 2022

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge