NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

მიხეილ ჯანელიძე მიუნხენში საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს გამართავს

16 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 366 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

16-18 თებერვალს საქართველოს დელეგაცია, პრემიერმინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, მიუნხენს ეწვევა, სადაც მონაწილეობას მიიღებს 54-ე საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციაში. დელეგაციის შემადგენლობაშია საქართველოს ვიცეპრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

კონფერენციის ფარგლებში საგარეო უწყების ხელმძღვანელი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს კოლეგა მინისტრებთან, მათ შორის იაპონიის, იტალიის, ნორვეგიის, მოლდოვას, ლიხტენშტეინის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან.

მიხეილ ჯანელიძე ასევე შეხვედრებს გამართავს ბუნდესტაგის ვიცე პრეზიდენტთან, აშშ-ის ენერგეტიკის მდივნის მოადგილესთან, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერალური კანცლერის მრჩეველთან, ჩინეთის ეროვნული სახალხო კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარესთან და ასევე საერთაშორისო კვლევითი ინსტიტუტების ხელმძღვანელებთან.

საქართველოს ვიცეპრემიერი ასევე მონაწილეობას მიიღებს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში საქართველოს პოპულარიზაციის კუთხით ორგანიზებულ ღონისძიებაში, სადაც მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებთან ერთად სიტყვით მიმართავს მოწვეულ აუდიტორიას.

მიუნხენში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ჯანელიძის შეხვედრა ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტი მიუნხენი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მიხეილ ჯანელიძე 2018-02-16
Tags გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტი მიუნხენი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენცია მიხეილ ჯანელიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ჭიაბერაშვილი კვირიკაშვილს: ეხება თუ არა ბრუნვის ზღვარის აწევა დღგ-ს?

შემდეგი სტატია

საკრებულოს ოპოზიცია მოუწოდებს კალაძეს, უკან გაიწვიოს 2018 წლის ბიუჯეტი

მსგავსი სტატიები

„ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ბატონი გახარია იყოს ამ პოსტზე ადეკვატური კანდიდატი“

14 ნოე 2017
სახელფასო პოლიტიკა თბილისის მერიაში – დედაქალაქის მერი მისი მოადგილეებისთვის ხელფასის მატების შესახებ ინფორმაციას, სიცრუეს უწოდებს

სახელფასო პოლიტიკა თბილისის მერიაში – დედაქალაქის მერი მისი მოადგილეებისთვის ხელფასის მატების შესახებ ინფორმაციას, სიცრუეს უწოდებს

სოსო ელისაშვილი 24 აპრ 2019
სკოლებიდან ამოღებულია იარაღი, ელექტროშოკი, ალკოჰოლი – ნათია მეზვრიშვილი შსს და მანდატურის სამსახურის კოორდინირებულ მუშაობაზე საუბრობს

სკოლებიდან ამოღებულია იარაღი, ელექტროშოკი, ალკოჰოლი – ნათია მეზვრიშვილი შსს და მანდატურის სამსახურის კოორდინირებულ მუშაობაზე საუბრობს

16 აპრ 2019

უახლესი ამბები

  • ლილი ფოფხაძე – ციცქნა

    ლილი ფოფხაძე – ციცქნა

  • მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

    მწერალ ნაირა გელაშვილის მიმართვა ნამახვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით (ვიდეო)

  • ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

    ამერიკელი მეცნიერები: COVID-19-ის პანდემიამ შესაძლოა ფსიქიკური პრობლემები და თავის ტვინის დაზიანება გამოიწვიოს

  • რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

    რაიმე ტიპის საფრთხე, რომ „ქართულ ოცნებას” არ ჰქონდეს უმრავლესობა და ქვეყნის მართვის სადავეები, გამორიცხულია

  • ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

    ეს არის კარგი პროცესი, რომ პარლამენტში შეიქმნას ახალი ოპოზიციური ჯგუფი – ვნახოთ, როგორი დღის წესრიგი ექნებათ, რამდენად მძაფრი იქნება მათი კრიტიკა „ქართული ოცნების” მიმართ

  • პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

    პოლიტიკაში ასე ხდება, როცა ოპოზიცია კარგავს თავის ადგილს, ამ ადგილს აუცილებლად იკავებს სხვა – ვნახოთ, იქნება თუ არა ეს გიორგი გახარია

  • არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

    არავინ აპირებს ივანიშვილთან პოლიტიკური ტყვეებით ვაჭრობას

  • პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

    პოლიტიკური ვაჭრობის მონაწილე ოპოზიციაც არის, რადგან ყველა შეხვედრაზე ისმევა პოლიტპატიმრების საკითხი

  • ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

    ოპოზიციის შეფასებით, ნიკა მელიას ციხეში დატოვებით დიალოგის პროცესი ჩიხში უფრო მეტად შევიდა

  • ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

    ნიკა მელიას შეიძლება გარკვეულწილად თვითგანწირვის სურვილი აქვს, თუმცა, არ ფიქრობს იმ რამდენიმე ადამიანზე, რომელიც 20 ივნისს მის გვერდით იყო

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge