NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს პრემიერმინისტრს, ხელი არ მოაწეროს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტს

ლევან ხაბეიშვილი მოუწოდებს პრემიერმინისტრს, ხელი არ მოაწეროს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაციის პროექტს

16 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 874 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლევან ხაბეიშვილი პრემიერმინისტრ გიორგი კვირიკაშვილს მოუწოდებს, ხელი არ მოაწეროს დედაქალაქის მერიის განკარგულების პროექტს, რომლითაც გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია ერთ პირთან მოლაპარაკების გზით უნდა განხორციელდეს. მისივე თქმით, ამ დოკუმენტზე ხელი პრემიერმინისტრმა უნდა მოაწეროს. როგორც ხაბეიშვილმა განმარტა, საუბარია 50 მილიონ ლარზე, რომლის განკარგვას დედაქალაქის მერია ტენდერის გარეშე ითხოვს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით.

„კახა კალაძე აგრძელებს დავით ნარმანიას მავნე პრაქტიკას. მე ხელთ მაქვს ის პროექტი, რომელიც უკვე გიორგი კვირიკაშვილმა ხელმოწერით უნდა დაამშვენოს, საუბარია 50 მილიონ ლარზე, რომლის განკარგვასაც დედაქალაქის მერია ტენდერის გარეშე ითხოვს ერთ პირთან მოლაპარაკების გზით. ერთ პირთან მოლაპარაკების მავნე პრაქტიკა ჩვენ ვნახეთ კალაძის მერობის პირობებში საახალწლო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ვნახეთ, რომ მილანურ კომპანიას გაუფორმეს ხელშეკრულება, შემდეგ ვნახეთ, რომ „ქართული ოცნების“ შემომწირველმა კომპანიებმა ასობით ათასი ლარის ხელშეკრულებები მიიღეს, ახლა საუბარია არა ერთ, ორ, ხუთ ან ათ მილიონ ლარზე, არამედ 50 მილიონის პირდაპირი გზით განკარგვაზე.
საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ამ პროექტით თბილისელებმა მინიმუმ 5 მილიონი ლარი დაკარგეს, რადგან ნებისმიერი ტენდერის ჩატარების შემდეგ გათვალისწინებული თანხები 10-20 პროცენტით მცირდება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

 

კომენტარები

გიროგი კვირიკაშვილი გუდიაშვილის მოედანი ლევან ხაბეიშვილი რეაბილიტაცია 2018-02-16
Tags გიროგი კვირიკაშვილი გუდიაშვილის მოედანი ლევან ხაბეიშვილი რეაბილიტაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

პროკურატურამ ადევნების ფაქტზე ზ.პ. სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა

შემდეგი სტატია

ორი თუთიყუშის ამაღელვებელი სიყვარულის ისტორია

მსგავსი სტატიები

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად დაინტერესებულ კომპანიებს სამი ლოკაცია სიმბოლურ ფასად გადაეცემა

მიწისქვეშა პარკინგის მოსაწყობად დაინტერესებულ კომპანიებს სამი ლოკაცია სიმბოლურ ფასად გადაეცემა

16 მაი 2018
“მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ რომ ამოვიდეს” – კობახიძის ცინიკური პასუხი ბესელიას კრიტიკას

“მას სჭირდება თანადგომა, ხელი უნდა გავუწოდოთ რომ ამოვიდეს” – კობახიძის ცინიკური პასუხი ბესელიას კრიტიკას

ირაკლი შალიკაშვილი 26 მარ 2019
ცნობილი იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი დღეს გაიმართება

ცნობილი იაპონელი პიანისტის კეიკო მაცუის კონცერტი დღეს გაიმართება

08 ნოე 2017

უახლესი ამბები

  • პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

    პრინცი უილიამი ინგლისის ასოციაციის თასის ფინალს დაესწრო

  • დღე ისტორიაში – 6 ივნისი

    დღე ისტორიაში – 6 ივნისი

  • Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

    Forbes საქართველოს პროექტის 30 under 30 – ის გამარჯვებულები ცნობილია

  • საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

    საქართველოს ბანკი Global Finance-მა ხელოვნური ინტელექტის კატეგორიაში გამარჯვებულად დაასახელა

  • „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

    „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით სოციალური ფესტივალი „მწვანე ბაზარი“ გაიმართა

  • თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

    თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან – რა შეიძლება იყოს ლარის მოკლევადიანი წონასწორობის ნიშნული?

  • შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

    შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილსა და კეზერაშვილზე უცხოელების მხარდამჭერი განცხადებები აიღეთ და ივარაუდეთ, რა თანხა მოხვდა ამ ადამიანების ჯიბეში – ფულით შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების, ყოფილი დიპლომატების განცხადებები იყიდონ

  • უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

    უკრაინელებმა ოკუპანტის Su-25 და Su-34 თვითმფრინავი, ვერტმფრენი და ორი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს

  • ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

    ნატალი პორტმანი საფეხბურთო მატჩს დაესწრო

  • როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

    როგორ შევამციროთ სტრესის და შფოთვის დონე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge