NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»გიორგი სალაყაიას განცხადება 1 200 000 დოლარად წილის შეძენაზე მტკნარი სიცრუეა

გიორგი სალაყაიას განცხადება 1 200 000 დოლარად წილის შეძენაზე მტკნარი სიცრუეა

16 თებ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი, საზოგადოება 349 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დვალიძე: გიორგი სალაყაიას ცრუობს, 1 200 000 დოლარი წილის შესაძენად არ გადაუხდია.

„კომპანია გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ წარმომადგენელმა თეიმურაზ უბილავამ და ამავე კომპანიის ადვოკატებმა იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ გიორგი სალაყაიას მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართეს.

სალაყაია აცხადებს, რომ კომპანია „ბადაგონის“-ის წილის საფასურად გადაიხადა არა 30 ათასი დოლარი, არამედ 1 200 000 აშშ დოლარი, რაც ადვოკატების თქმით, ტყუილს წარმოადგენს, რადგან 1 200 000 ამერიკული დოლარი გადაიხადა არა სალაყაიამ, არამედ კომპანია „ბადაგონმა“.

ვლადიმერ ჯანჯღავას ადვოკატი დვალიძე ამბობს, რომ 1 200 000 დოლარი წარმოადგენდა არა წილის საფასურს, არამედ „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედის წინაშე კომპანია „ბადაგონის“ დავალიანების ნაწილის დასაფარად გადახდილ თანხას, რის შესახებაც პირდაპირ არის მითითებული გადარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტში.

„ხაზგასმით, ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად მინდა განვაცხადო, რომ ეს მილიონ 200 ათასი დოლარი არ გადახდილა, წილის ნასყიდობის საფასურად. წილის ნასყიდობა არ მომხდარა. მილიონ 200 ათასი დოლარი გადაიხადა „ბადაგონმა“ და ეს თანხა წარმოადგენდა „ბადაგონის“ დავალიანების ნაწილს, რომელიც მას გააჩნდა „გრაკოროს“ მიმართ. ეს იყო ვალის ნაწილის გადახდა“,-აღნიშნა იმედა დვალიძე.

დვალიძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს და კომპანია „ბადაგონს“ თხოვს საზოგადოებას გამოაქვეყნონ ეს დოკუმენტი და საზოგადოებას აჩვენონ რა დანიშნულებაა მითითებული მილიონ 200 ათასი დოლარის გადახდის დოკუმენტში. რა იყო ამ თანხის გადახდის მიზანი და დანიშნულება.

ადვოკატმა დიმიტრი ხაჩიძემ ხაზი გაუსვა: „ერთადერთი თანხა, რაც მიიღო „გრაკორომ“ განხორციელებული ინვესტიციების სანაცვლოდ ეს არის 1 200 000 დოლარი, მაგრამ ეს თანხა მიიღო „ბადაგონისგან“ და არა სალაყაიასგან. ეს თანხა მიიღო ვალდებულებების დასაფარად და არა წილის გაყიდვის თვალსაზრისით“.

თეიმურაზ უბილავამ აღნიშნა რომ წილის გასხვისების თაობაზე სალაყაიასთან საუბარი არასდროს ყოფილა და რომ იგი მზადაა მომავალშიც ამხილოს ყველა ტყუილი, რომელსაც გიორგი სალაყაია ავრცელებს.

[R]

კომენტარები

გიორგი სალაყაია გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედი იმედა დვალიძე 2018-02-16
Tags გიორგი სალაყაია გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედი იმედა დვალიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„პარლამენტის თავმჯდომარე არის დესტრუქციული პერსონა, ის არ შეეფერება თანამდებობას“

შემდეგი სტატია

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე აღიარებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ

მსგავსი სტატიები

ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ

ირაკლი კოვზანაძე: მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ სწორი გზით მივდივართ

04 აპრ 2018
საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა

საქართველო საერთაშორისო საავიაციო სტანდარტების დანერგვის და ზედამხედველობის თვალსაზრისით რეგიონში პირველ ადგილზეა

29 აგვ 2018

მთავრობამ სტრასბურგის მოსამართლის პოზიციაზე ორი ახალი კანდიდატი შეარჩია

30 აგვ 2017

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge