NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე აღიარებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე აღიარებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ

16 თებ 2018 ახალი ამბები 774 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული, თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზურაბ ბაქრაძე პროკურატურის მიერ მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალს აღიარებს და აცხადებს, რომ სპეცოპერაციისას დაკავებულ პირებს იარაღი არ ჰქონიათ. ამის შესახებ ბაქრაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა „დღის თემისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა. მისივე თქმით, იარაღები შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან მიიტანეს.

„მე სრულიად ვეთანხმები პროკურატურის მიერ წაყენებულ ბრალდებას ბრალდებულების და პირადად ჩემს მიმართ, რამდენადაც ბრალდებაში მოყვანილი ფაქტები არის სრული სიმართლე, ჭეშმარიტება. შემიძლია ამ თემასთან დაკავშირებით რამდენიმე წუთში მოგიყვეთ ის, რაც აინტერესებს საზოგადოებას ამ წლების განმავლობაში.

პირველ რიგში, ალბათ, საზოგადოებისთვის საინტერესო არის ის, დაკავებულ ადამიანებს ჰქონდათ თუ არა იარაღი და იარაღი არის თუ არა ჩადებული. მე კატეგორიულად ვაცხადებ პირველად თქვენს ეთერში – იარაღები შემთხვევის ადგილზე არ ყოფილა, იარაღები შემთხვევის ადგილზე გამოჩნდა დაახლოებით 50 წუთის, 1 საათის – საათნახევრის მერე, ზუსტი დრო არ შემიძლია გითხრათ. იარაღები შემთხვევის ადგილზე არც ერთ დაკავებულს არ ჰქონია. იქ მოხდა გასროლა პატრულ-ინსპექტორის მიერ, სადაც დაიჭრა ბუტა და შემდეგ, სამწუხაროდ, გარდაიცვალა.

ამის შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. ხაზს ვუსვამ, პირველად ვიძახი თქვენს ეთერში, გელაპარაკებით, როგორც კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი, პოლიციის პოლკოვნიკი – მე დაახლოებით 40-50 წუთში ვიყავი შემთხვევის ადგილზე და მისვლისას არც ერთი იარაღი არ მინახავს, არც საბრძოლო მასალა, არც ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი და არც პისტოლეტი. დასამალი არ არის, იარაღები მოტანილი იქნა მაშინდელი საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის, ზურაბ მიქაძის მიერ, ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან“, – განაცხადა თბილისის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა უფროსმა.

წყარო: „პალიტრანიუსი“.

კომენტარები

ბაქრაძე ბუტა რობაქიძე ზურაბ ბაქრაძე პალიტრანიუსი სპეცოპერაცია 2018-02-16
Tags ბაქრაძე ბუტა რობაქიძე ზურაბ ბაქრაძე პალიტრანიუსი სპეცოპერაცია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გიორგი სალაყაიას განცხადება 1 200 000 დოლარად წილის შეძენაზე მტკნარი სიცრუეა

შემდეგი სტატია

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის თანაორგანიზებით პირველად ისტორიაში საქართველოსადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

მსგავსი სტატიები

ბარათაშვილის აღმართზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იცვლება

28 სექ 2018

საკრებულოსთან დაკავებულებს შორის ერთ-ერთი „ენმ“-ს წევრი კოტე იოსელანია

10 ოქტ 2017

სახალხო დამცველმა შპს „ბიბლუსის” წინააღმდეგ განსხვავებული მოსაზრების ნიშნით დისკრიმინაცია დაადგინა

07 დეკ 2017

უახლესი ამბები

  • ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

    ზურაბ ჯაფარიძე: მოცემულობა ასეთია, რომ ახლა იმის პირობები, რომ რაღაც დიდი ერთობა შეიკრას, ჯერჯერობით არ ჩანს

  • მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

    მამა ლევანი: იმიტომ რომ აღარაა ხალხი, ლუკმა პურის საშოვნად სოფლებიდან ქალაქებში მიდიან, ქალაქებიდან ემიგრაციაში. იცლება, პარტახდება საქართველო

  • ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

    ნინო ნადირაძე სასამართლოში: очень интересно… მგონი მოვწონვარ ამ კაცებს

  • ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

    ბორის ნემცოვი უკრაინასთან ომის შესახებ (2014წლის ჩანაწერი)

  • დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

    დიზაინერი პაკო რაბანი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

    ეკა ხერხეულიძე: სააკაშვილის სახელით სპეკულირება მიუღებელია

  • არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

    არას­რულ­წლო­ვა­ნის დედას არ სჯერა, რომ ბიძამ მისი 7 წლის შვილი გააუპატიურა

  • ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

    ჯემალ ღაღანიძე 89 წლის ასაკში გარდაიცვალა

  • კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

    კალაძე: მოგვიწოდებენ, რომ თვალი უნდა დავხუჭოთ ჩვენს კონსტიტუციასა და კანონმდებლობაზე, შეურაცხყოფა მივაყენოთ მოსახლეობას და სამშობლოს – მიხეილ სააკაშვილი უნდა გავათავისუფლოთ და ვიქნებით დემოკრატიის შუქურა

  • კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

    კახა კალაძე: ვუყურებთ უნიჭოდ დადგმულ თეატრალურ სპექტაკლს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge