NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის“

„მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის“

16 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 2305 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თბილისის მერი კახა კალაძე სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ აღნიშნული დასკვნით კიდევ ერთხელ დასტურდება მერიაში მიმდინარე რეფორმებთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების სისწორე.

„სწორედ ეს დასკვნა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მერია ამჟამად სწორი მიმართულებით მიდის და რეფორმების განხორციელება, რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ კონკრეტულად ეკოლოგიის და გამწვანების მიმართულებით, სწორი ნაბიჯია. ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია, ეფექტიანად დაიგეგმოს და განხორციელდეს გამწვანების ღონისძიებები და მიზნობრივად დაიხარჯოს თითოეული თეთრი, რაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოიყოფა კონკრეტულად ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე.

დედაქალაქის მერის თქმით, გასულ კვირას დამტკიცდა ქალაქის გამწვანებისათვის გათვალისწინებული ხეების ჩამონათვალი, რაც აღარ იძლევა იმის საშუალებას, რომ გამწვანების ღონისძიებები კერძო ინტერესსა და გემოვნებაზე იყოს მორგებული.

„არ უნდა დავივიწყოთ, რომ გამწვანება საკმაოდ რთული, სპეციფიკური მიმართულებაა და მისი ღონისძიებები მხოლოდ დარგვით არ შემოიფარგლება. თითოეულ ნარგავს სჭირდება სათანადო მოვლა-პატრონობა, რათა შედეგი იყოს რეალურად გამწვანებული გარემო“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე განმარტებით, შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული როგორც მუნიციპალიტეტის, ისე სამთავრობო დონეზე.

„ჩვენ განვახორციელეთ მთელი რიგი სამართლებრივი და ინსტიტუციური ცვლილებები. დღეს უკვე დედაქალაქის საკრებულო ამტკიცებს შესაბამის აქტებს, ხოლო გუშინ, მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობამაც შეიტანა შესაბამისი ცვლილებები მთავრობის დადგენილებაში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პრემიერ-მინისტრს და და მთლიანად მთავრობას. ეს ყველაფერი კომპლექსურად დაარეგულირებს თბილისში ნებისმიერი ტიპის მწვანე ინფრასტრუქტურის მოწყობის საკითხს და შესაძლებლობას მოგვცემს, თბილისის სამომავლო გამწვანება იყოს ეფექტიანი და გავლენა მოახდინოს დედაქალაქის ეკოლოგიაზე“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძემ, ასევე, განმარტება გააკეთა მერიის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ქონების მართვის სააგენტო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნაში მითითებული შენიშვნების ნაწილს იზიარებს.

„ქონების მართვის სააგენტო შენიშვნების ნაწილს ეთანხმება და მზად არის, მომავალში პრაქტიკაში გაითვალისწინოს და გამოასწოროს. ასევე, ჩვენ გვაქვს დასაბუთებული პასუხი, რაშიც არ ვეთანხმებით და მზად ვართ ვითანამშრომლოთ შესაბამის უწყებებთან“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

კომენტარები

აუდიტის დასკვნა თბილისის მერია კაკი კალაძე კახა კალაძე მერი სახელმწიფო აუდიტის სამსახური 2018-02-16
Tags აუდიტის დასკვნა თბილისის მერია კაკი კალაძე კახა კალაძე მერი სახელმწიფო აუდიტის სამსახური
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ინტერნეტის ძალიან სასაცილო რეაქციები ძაღლს, რომელმაც დივანი დაგლიჯა

შემდეგი სტატია

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა უკვე პირადი მონაცემების შეყვანის გარეშეა შესაძლებელი

მსგავსი სტატიები

ევროპული საქართველო თავისუფლების მოედანზე აქციას მართავს

01 ოქტ 2017
ნაძალადევში მამაკაცი ჩაცხრილეს

ნაძალადევში მამაკაცი ჩაცხრილეს

05 თებ 2018
ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

ყოველთვის ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ დიალოგს ალტერნატივა არ აქვს, უბრალოდ კარგი იქნებოდა, ეს პარტნიორების ჩართულობის გარეშე შეგვეძლოს

ირაკლი შალიკაშვილი 02 მარ 2021

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge