NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ქუმსიშვილმა და ალიევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

ქუმსიშვილმა და ალიევმა ორი ქვეყნის ეკონომიკური ურთიერთობების მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს

15 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 960 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ვიზიტით ბაქოში იმყოფება, სადაც სამხრეთის გაზის კორიდორის მრჩეველთა საბჭოს მე-4 მინისტერიალში მონაწილეობს. ვიზიტის ფარგლებში დიმიტრი ქუმსიშვილი აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებს, მათ შორის ეკონომიკის სფეროში. დიმიტრი ქუმსიშვილმა აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის ტრადიციას უკვე რამდენიმესაუკუნოვანი ისტორია აქვს და სულ უფრო ვითარდება, რაშიც დიდი წვლილი მიუძღვის აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს  ერთ-ერთი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია, ასევე ქვეყანაში განხორციელებულ ინვესტიციებში მნიშვნელოვანი წილი სწორედ აზერბაიჯანიდან შემოსულ ინვესტიციებს უკავია. დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე აქცენტი გააკეთა საქართველო-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე ისეთ მნიშვნელოვან საერთაშორისო სატრანზიტო პროექტებში, როგორიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალი, „სამხრეთის გაზის დერეფანი“, „ერთი გზა – ერთი სარტყელი“ და ა.შ. შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ქვეყნებს შორის წარმატებულ თანამშრომლობას ტურიზმის სფეროში და ამ მიმართულებით არსებულ პერსპექტივებს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა ისაუბრა იმაზეც, რომ 2018 წელს აზერბაიჯანის დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნის 100 წლისთავი აღინიშნება, მან ილჰამ ალიევს ეს მნიშვნელოვანი დღესასწაული მიულოცა. 2018 წელს ასევე დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნავს საქართველო, 26 მაისს საზეიმო ცერემონიაზე მოწვეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი.

კომენტარები

აზერბაიჯანი ალიევი დიმიტრი ქუმსიშვილი ილჰამ ალიევი საქართველო ქუმსიშვილი 2018-02-15
Tags აზერბაიჯანი ალიევი დიმიტრი ქუმსიშვილი ილჰამ ალიევი საქართველო ქუმსიშვილი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველომ არ უნდა მოახდინოს ჩაბუქის ექსტრადირება თურქეთში“

შემდეგი სტატია

ლამაზი ადამიანები/The Beautiful People

მსგავსი სტატიები

დმიტრი გორდონი: ყველას ვთხოვ, ვისზეც არის დამოკიდებული, უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს

დმიტრი გორდონი: ყველას ვთხოვ, ვისზეც არის დამოკიდებული, უშველეთ უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს

ნინო ჩხეიძე 26 დეკ 2022

ლონდონის მეტროსადგურში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილი მეორე პირი დააკავეს

17 სექ 2017

საბურთალოს რაიონში ახალი სატრანსპორტო კვანძის მოწყობის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია

სოსო ელისაშვილი 08 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

    ჩოხატაურში 23 წლის ბიჭი მოკლეს

  • მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

    მამუკა მდინარაძე: ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი და ოჯახის წევრების სიცოცხლე დადო სასწორზე სამშობლოსთვის და ახლა …

  • მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

    მიხეილ სარჯველაძე: ვისაც ჩემზე მეტად ლავროვის სჯერა, მიხედოს თავის საქმეს

  • სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის დაბადების დღე – პარიზი (ვიდეო)

  • დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“  და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

    დიმიტრი ცქიტიშვილი: სალომე ზურაბიშვილმა საერთაშორისო და ადგილობრივი რეპუტაცია შეიქმნა, რაც საფრთხისშემცველი აღმოჩნდა „ქართული ოცნებისთვის“ და უნიჭოდ ცდილობენ, დააზიანონ

  • დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 29 სექტემბერი

  • თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

    თუ რომანსი გიზიდავთ, ეს ნოველები უნდა წაიკითხოთ

  • შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

    შავი შოკოლადის დადებითი და სასარგებლო თვისებები

  • ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

    ხატია დეკანოიძე: ამაზრზენი იყო ის, თუ რა ტონით საუბრობს ღარიბაშვილი გაჭირვებულებზე – თუ გაჭირვებული ხარ, ეს მისთვის შეურაცხმყოფელია

  • ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

    ნანა ჯანელიძე: ორივე მხარეს ადამიანები „მართლები“ იყვნენ საკუთარი თავის წინაშე და ვერცერთი ვერ ვაცნობიერებდით, რომ მარიონეტები ვიყავით რუსეთის ხელში…

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge