NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის

მშენებლობის ნებართვის გაცემის წესში ცვლილებები შედის

15 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 375 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თბილისში მშენებლობების პროცესი მოვაწესრიგოთ და კიდევ უფრო დიდი ყურადღება დავუთმოთ რეკრეაციული სივრცეების განვითარებას. ამაზე კახი კალაძემ არა ერთხელ ისაუბრა და მე მინდა მივესალმო მერიის ინიციატივას – ამ მიმართულებით პროცესის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების შესახებ – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ დადგენილებაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელიც მთავრობის დღევანდელ სხდომაზე იყო ინიცირებული.

პრემიერის თქმით, დაგეგმილი ცვლილებები დედაქალაქში მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს მშენებლობების პროცესს და გააჩენს მეტი რეკრეაციული სივრცის მოწყობის შესაძლებლობას.

„ნებართვის მიღების პროცესშივე იქნება აუცილებელი გამწვანების გეგმის შედგენა და წარმოდგენა,  აღრიცხვა იქ არსებული ხეების. ასევე, 4000 მ2-ზე დიდი ნაგებობის მშენებლობის ნებართვის მისაღებად საწყის ეტაპზევე იქნება საჭირო სატრანსპორტო კვლევის და სატრანსპორტო რეგულირების სქემის წარმოდგენა, რაც ასევე მნიშვნელოვანია და გაუადვილებს ჩვენს დეველოპერებს მუშაობას იმ კუთხით, რომ ბოლო და შემდგომ ეტაპებზე აღარ იქნება საჭირო დამატებითი ცვლილებების შეტანა პროექტირებაში. როგორც ჩემთვის ცნობილია, წინასწარი კონსულტაციები მიმდინარეობს, ასევე, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცვლილებები მნიშვნელოვნად მოაწესრიგებს თბილისში მშენებლობების პროცესს, საშუალებას მოგვცემს, რომ მეტი რეკრეაციული სივრცე გვქონდეს და გალამაზდეს ჩვენი დედაქალაქი, რაც ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია,”- აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი კახი კალაძე მთავრობის სხდომა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი პრემიერმინისტრი 2018-02-15
Tags გიორგი კვირიკაშვილი კახი კალაძე მთავრობის სხდომა მშენებლობის ნებართვის გაცემის წესი პრემიერმინისტრი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ბადაგონის ღვინის ქარხანა ვლადიმერ ჯანჯღავას მამის სახელობისაა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

„თბილისის მერიის სახელფასო ფონდი ერთი თეთრითაც არ იზრდება“

მსგავსი სტატიები

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა: დღეს ამ სასამართლო სხდომაზე გამოვლინდა, რომ ჩემი შვილი პროკურატურის მძევალია

19 სექ 2018
„ხელისუფლება არ აპირებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას“

„ხელისუფლება არ აპირებს რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას“

02 აპრ 2018
“ვიდგებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული” – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

“ვიდგებით მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნები არ იქნება შესრულებული” – დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა

05 თებ 2019

უახლესი ამბები

  • ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

    ნანუკა ჟორჟოლიანი: … ის დღეს რუსეთთან ერთად დამარცხდა

  • ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

    ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში მკვლელობა მოხდა

  • მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

    მნიშვნელოვანი და სასიცოცხლო მტკიცებულება, რომელიც არ გვქონდა და სანთლით ვეძებდით, სწორედ აშშ-ის დახმარებით დავაბრუნეთ საქართველოში, საუბარია „ისკანდერზე“

  • პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

    პოლიტიკურად და სამართლებრივად ცალსახა და მნიშვნელოვანი გამარჯვება საქართველოსთვის

  • რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

    რა ბოდიში, რის ბოდიში, ღმერთმა დამიფაროს, არაფერს ვნანობ!

  • საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

    საქართველოს დღეიდან აქვს მყარი სამართლებრივი საფუძველი ისაუბროს ყველა იმ თემაზე, რომელიც მნიშვნელოვანია დეოკუპაციის პროცესისათვის

  • დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

    დალი გოგოლაძე: განსაკუთრებული მადლობა ქალბატონ თეას! საოცარი საჩუქარი მიიღო სტრასბურგიდან საკუთარ დაბადების დღეზე!!!

  • მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

    მზად ვართ ალეკო ელისაშვილთან შეხვედრისთვის

  • გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

    გიორგი გახარია: საქართველოში მოხდება მხოლოდ და მხოლოდ იმ ვაქცინის შემოტანა, რომელიც …

  • თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

    თეა წულუკიანი: ჩვენ გავიმარჯვეთ! გილოცავ, საქართველო!

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge