კომპანია „ნილმა“ საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გაიმარჯვა. სააღმზრდელო წლის დასრულებამდე, დღეში ერთი ბავშვის გამოკვებისთვის „ნილი“ 3 ლარს და 24 თეთრს დახარჯავს. როგორც დედაქალაქის მთავრობაში აცხადებდნენ, კომპანია უკონკურენტო სწორედ ამ მინიმალური ფასის გამო იყო.
არასამთავრობო ორგანიზაციები გადაწვეტილებას აპროტესტებენ. ბაგა-ბაღების თემებზე მომუშავე ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ არაერთი დოკუმენტი აქვთ, რომელიც ადასტურებს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ კომპანია „ნილის“ შემოწმებისას დარღვევები აღმოჩნდა.
უწყებამ მათ დარღვევისთვის წარმოების უფლება ხუთჯერ შეუჩერა, 7-ჯერ 400 ლარით , 2-ჯერ კი 1200 ლარით რეკომენდაციის შეუსრულებლობისთვის დააჯარიმა.
„ნილში“ ამბობენ, რომ კომპანიას ბაგა-ბაღებთან მუშაობის პირველ ეტაპზე ხარვეზები ნამდვილად ჰქონდა, თუმცა „ნილის“ წარმომადგენლის თეიმურაზ გიორგაძის განცხადებით, ერთთვიანი მუშაობის განმავლობაში საბავშვო ბაღებში პრობლემა საკვების ხარისხთან დაკავშირებით არ ყოფილა, მხოლოდ იყო ათწუთიანი დაგვიანება და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ხარვეზები.
„ფორსმაჟორულ სიტუაციაში გაფორმდა ხელშეკრულება, აქედან გამომდინარე, გარკვეულ ხარვეზებს ადგილი ჰქონდა, მაგრამ ხარისხთან მიმართებით არანაირი ხარვეზი არ ყოფილა, მხოლოდ იყო ათწუთიანი დაგვიანება და ეტიკეტირებასთან დაკავშირებული ხარვეზები“,-განაცხადა თეიმურაზ გიორგაძემ.
კომენტარები