NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოქალაქეობის შესახებ კანონში ცვლილებებზე მუშაობა დაიწყო

15 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 729 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ორგანიზებით გაიმართა საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტის საფუძველზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის პირველი შეხვედრა, სადაც განიხილეს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტიდან გამომდინარე „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში შესაძლო განსახორციელებელი ცვლილებები.

შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა და იმ საკითხებზე ისაუბრა,  რაც საფუძვლად დაედო  სამუშაო ჯგუფის შექმნას.

„ჯგუფის შექმნის განმაპირობებელი გახდა საქართველოს კონსტიტუციის ცვლილება. კერძოდ, შეიცვალა მუხლის ფორმულირება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის საკითხს არეგულირებდა. რამდენიმე შეხვედრაზე ჩემს კოლეგებთან საუბარი გვქონდა სხვა პრობლემურ საკითხებზეც. კომიტეტში, ასევ შემოვიდა  საკანონმდებლო წინადადება, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის საკითხს შეეხება. მოხდა შეთანხმება, რომ  საკანონმდებლო წინადადებაში წარმოდგენილი საკითხები ერთიან ჭრილში დაგვენახა და განგვეხილა სამუშაო ჯგუფის ფარგლებში”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საორგანიზაციო საკითხების გაცნობის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ წარმოადგინა პრეზენტაცია, რომელიც შეეხებოდა შემდეგ საკითხებს: ორმაგი მოქალაქეობის დაშვება, ორმაგი მოქალაქეობის რეგულირების მოდელის განსაზღვრა, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების წესი, მოქალაქეობის დაკავშირებული ცალკეული საკითხების ცვლილება და სხვა.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო პირველადი კვლევის შედეგი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ არის აღნიშნული საკითხები დარეგულირებული სხვა ქვეყნებში.

როგორც ეკა ბესელიამ აღნიშნა, ცვლილებების შემუშავება უნდა მოხდეს საერთაშორისო  სტანდარტების ჭრილში და ამავე დროს, გათვალისწინებული უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხები.

შეხვედრის მონაწილეებმა  საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს. აღინიშნა, რომ აუცილებელი იქნება „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ” საქართველოს ორგანულ კანონში არა მარტო კონსტიტუციური კანონის პროექტიდან გამომდინარე ცვლილებების, არამედ სხვა შესწორებების განხორციელებაც.

პრობლემური საკითხების იდენტიფიცირების შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებს მიმართა, რომ მათ მომდევნო შეხვედრის გამართვამდე წარმოადგინონ პირველადი მოსაზრებები პრინციპულ საკითხებთან დაკავშირებით.

„თუ ჩვენ შემდეგ შეხვედრაზე პრინციპებზე  შეთანხმებას მოვახერხებთ, უკვე დავიწყებთ წერის ეტაპს ანუ ფორმულირებებს, რაც უნდა მოერგოს ამ პრინციპებს”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, აღმასრულებელი ხელისუფლების და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

კომენტარები

ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოქალაქეობის შესახებ კანონი 2018-02-15
Tags ეკა ბესელია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მოქალაქეობის შესახებ კანონი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კომპანია „ნილმა“ საბავშვო ბაღების კვების ტენდერში გაიმარჯვა

შემდეგი სტატია

„სამეფო კარის თამაშები“ ჩვენს მობილურებში

მსგავსი სტატიები

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს “ლეო გრანდის” მშენებლობაზე 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა

ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს “ლეო გრანდის” მშენებლობაზე 40 მილიონი დოლარი დაიხარჯა

25 ნოე 2017
“ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილება, შეერთებოდა მიშელის დოკუმენტს, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში – “ოცნებამ” თავი უნდა დაანებოს შეთანხმებიდან თავის დაძვრენაზე ფუჭ ოცნებას

“ნაცმოძრაობის” გადაწყვეტილება, შეერთებოდა მიშელის დოკუმენტს, მნიშვნელოვნად აძლიერებს ჩვენს პოზიციებს რეფერენდუმად ქცეულ არჩევნებში – “ოცნებამ” თავი უნდა დაანებოს შეთანხმებიდან თავის დაძვრენაზე ფუჭ ოცნებას

ირაკლი შალიკაშვილი 02 სექ 2021
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, დელეგაციასთან ერთად ვიზიტით გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

ირაკლი შალიკაშვილი 09 თებ 2022

უახლესი ამბები

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

  • ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

    ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ანტონიო გუტერეშმა ლვოვში შეხვედრა გამართეს

  • მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

    მედია: ონლაინ-აუქციონზე ნაყიდ ჩემოდნებში ორი მცირეწლოვანი ბავშვის ნეშტი აღმოჩნდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge