NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ირაკლი ზარქუა: „თბილისს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება“

ირაკლი ზარქუა: „თბილისს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება“

15 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 1049 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

„თბილისის 2018 წლის  ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების შედეგად, დედაქალაქს წლის ბოლომდე 100-მდე ახალი ავტობუსი ეყოლება“, – განცხადება ამის შესახებ თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ გააკეთა.  მისი თქმით, თბილისის ბიუჯეტი 35 მლნ ლარით იზრდება და აღნიშნული თანხის ძირითადი ნაწილი თბილისისთვის ახალი, მოდერნიზებული ავტობუსების შეძენას  მთლიანად მოხმარდება. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

„დედაქალაქის ბიუჯეტი 35 მილიონი ლარით იზრდება, საიდანაც გარდამავალი ნაშთი 34 მლნ ლარია, რომელიც გასული წლიდან არის გადმოსული, ხოლო დანარჩენი 576 ათასი ლარი ევროკავშირის გრანტის ნაწილია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის თქმით, 15 მლნ ლარის ფარგლებში,  თანხები სხვადასხვა მუხლებში გადანაწილდება.

„ხუთი მილიონი ლარით შევამცირეთ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის განსაზღვრული თანხა, რისთვისაც თავდაპირველად 11 მლნ ლარი იყო გათვალისწინებული. ეს იმიტომ გავაკეთეთ, რომ შევისწავლოთ მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები. ამჟამად, ყველა სარეაბილიტაციო სამუშაო შეჩერებულია. შესაბამისად, ამ თანხის ათვისება ვერ მოხდება, რის გამოც ამ მიმართულებით გამოყოფილი თანხა შემცირდება“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

მისი თქმით, ბიუჯეტის ამ მუხლში დარჩენილი ხუთი მილიონ სამასი ათასი ლარი იმ მეტროსადგურების რეაბილიტაციას მოხმარდება, რომლებიც ყველაზე სავალალო მდგომარეობაშია.

კომენტარები

ავტობუსები ახალი ავტობუსები თბილისი თბილისის მერია მერია 2018-02-15
Tags ავტობუსები ახალი ავტობუსები თბილისი თბილისის მერია მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„ამის წესიერად დაგებას რაღა უნდოდა??“

შემდეგი სტატია

მოციგურავეების ძალიან სასაცილო სახეები

მსგავსი სტატიები

დავით ჯალაღანია საქართველოში ტაილანდის სამეფოს ელჩს შეხვდა

დავით ჯალაღანია საქართველოში ტაილანდის სამეფოს ელჩს შეხვდა

21 სექ 2017
ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს!

ქვეყანა დაცულია, განგაშის საფუძველი არ არსებობს!

ირაკლი შალიკაშვილი 27 თებ 2020

დააზღვიე ბიზნესი თიბისიში

სოსო ელისაშვილი 03 ოქტ 2018

უახლესი ამბები

  • დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

    დიალოგმა სხვა დონეზე აიწია

  • იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

    იმედი მაქვს, ოპოზიცია ასეთ კონსტრუქციულ რეჟიმში გააგრძელებს მუშაობას

  • დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

    დღეს მე ვარ ამაყი, რადგან მნიშვნელოვანი და კარგი ნაბიჯები გადაიდგა სწორი მიმართულებით

  • პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

    პროცესი დაიძრა, საუბარი ყველა საკითხზე იყო

  • პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შარლ მიშელის მონაწილეობით შეხვედრა დასრულდა

  • ლილი ფოფხაძე: ბაბუა

    ლილი ფოფხაძე: ბაბუა

  • ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

    ნიკოლ ფაშინიანი: მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ გვპატიობთ და ახლა ვიწვევ საპარლამენტო ოპოზიციას. მოდით, წავიდეთ …

  • საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

    საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტს, ნიკოლა სარკოზის კორუფციის საქმეში პატიმრობა მიუსაჯეს

  • ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

    ირაკლი ღარიბაშვილი მზადყოფნას გამოთქვამს, შარლ მიშელის წინადადებას დათანხმდეს და დღეს ოპოზიციასთან ერთად შეხვედრას დაესწროს

  • შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

    შარლ მიშელი: დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიაციაზე

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge