NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»დოდო გუგეშაშვილი: ადამიანი, რომელმაც გვესროლა, გამეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება მთხოვა

დოდო გუგეშაშვილი: ადამიანი, რომელმაც გვესროლა, გამეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება მთხოვა

15 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 972 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკი, ყოფილი “მხედრიონელი” დოდო გუგეშაშვილი  აცხადებს, რომ პირი, რომელმაც მას და მის შვილს ესროლა, გაეცნო, როგორც ვეტერანი და დახმარება სთხოვა.

გუგეშაშვილმა ტელეკომპანია „პირველისთვის“ მიცემულ ინტერვიუში თქვა, რომ  ეს ადამიანი მას გაეცნო სახელით ზურა და გვარი არ უთქვამს.

”ეს ადამიანი რამდენიმე თვის უკან გამეცნო, როგორც ვეტერანი და მთხოვა დახმარება რაღაც პატარა საქმეზე. მის ვიღაც ახლობელს კიევში,  მაღაზიაში უნდა შეეძინა ქარვის ნაკეთობა და ვინაიდან, ომია უკრაინაში, მთხოვა, რომ თუ მყავდა ნაცნობები, ვინც უზრუნველყოფდნენ, აეროპორტამდე მანქანით მშვიდობიანად, ამ კაცის ნავაჭრთან ერთად გადაადგილებას.  ეს არის და ეს.

მე არ ვიცი უკრაინაში შავი ბიზნესი, იქ არის მაღაზიები, გამოფენები, სადაც ადგილობრივ ნაწარმს ამუშავებენ და ყიდიან. მე ქარვის ბიზნესთან არასოდეს არანაირი შეხება არ მქონია. რამდენადაც ვიცი, ეს ქვა არის ძვირი, ხატები იყიდება ქარვის და მე მაგის საშუალება არასოდეს მქონია, რომ ჩემი სახსრებით შემეძინა. ამ ადამიანმა დაასახელა ჩემი ორი ახლობელი, რომელიც ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურში მუშაობდა მაშინაც და მუშაობენ ახლაც, ისინი ჩემი მეგობრები არიან, თუმცა არაფერთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ჩვენ ვართ გარკვეული სოციალური ჯგუფი, მრავალათასიანი, ვეტერანების და როდესაც ვიღაც ერთმანეთის სახელს ახსენებს, ვცდილობთ, მერე უფრო კარგ ურთიერთობაში ვიყოთ.  სახელი მითხრა ზურა, რაც შეეხება გვარს, არ უთქვამს, ან მითხრა და არ მახსოვს. იმდენად უმნიშვნელო ტიპია, რომ არც ვიცი გვარი მითხრა, თუ არა.

სამწუხაროდ, მე არასოდეს მიფიქრია რაიმე სიფრთხილის დაცვაზე და ადამიანი, რომელიც ცდილობდა ვითომ საქმიან კონტაქტზე გამოსვლას, სახლში ჩვეულებრივად, რამდენჯერმე შემოვუშვი.

მახსოვს, რომ მესროლეს გულის არეში და მე მეგონა, რომ ჩემი ვაჟი უკვე სახლიდან გასული იყო. მესროლეს მე და ესროლეს შვილს. მაგრამ სროლის მომენტი ჩემი შვილის მიმართ მე არ მინახავს. არ ვიცი რა ხდება, მაგრამ არაფერ შუაში არ არის პოლიტიკა, არ არის ბიზნესი, არ არის წინა საუკუნის სავალალო დაპირისპირება, რომელიც მთელმა საქართველომ გავიარეთ, არ არის არცერთი ომი. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის არც ფულიანი ბიზნესი, არც მსგავსი რამ. ამაში ვარ სრულიად დარწმუნებული”, – განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.

გუგეშაშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მკვლელი, სავარაუდოდ, დაჭრილია.

”ტყუილია ეს ინფორმაცია, დაჭრილი არ არის. ვერც იქნებოდა, რადგან მე ვიყავი საშინაო ფორმაში, ჩუსტებით და ხალათით და როგორ ვესროდი”, – განაცხადა გუგეშაშვილმა.

დოდო გუგეშაშვილს და მის შვილს 7 თებერვალს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში თავს დაესხნენ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დოდო გუგეშაშვილი დაიჭრა, ხოლო მისი შვილი, ნოდარ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა.

კომენტარები

დოდო გუგეშაშვილი ვეტერანი თავდასხმა სროლა 2018-02-15
Tags დოდო გუგეშაშვილი ვეტერანი თავდასხმა სროლა
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„აკადემიის სამეცნიერო საბჭოს წერილი ჩემთვის ძალიან საგულისხმოა“

შემდეგი სტატია

სამინისტრო: კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები UNESCO-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნად გამოცხადდება

მსგავსი სტატიები

Air France საქართველოში ფრენებს იწყებს

Air France საქართველოში ფრენებს იწყებს

10 დეკ 2018
„კონკრეტული პიროვნებების მიმართ არ არის ჩატარებული აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები“

„კონკრეტული პიროვნებების მიმართ არ არის ჩატარებული აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებები“

22 ივნ 2018
ოკუპანტებმა ხურვალეთში მავთულხლართები გაამაგრეს

ოკუპანტებმა ხურვალეთში მავთულხლართები გაამაგრეს

14 ნოე 2018

უახლესი ამბები

  • დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

    დავით ჭიჭინაძე: მოკლედ, ვიღაცის „ოცნება“ სრულდება, ვიღაცის „ოცნება“ იწყება. ეს ყველაფერი კი, ისევ მხოლოდ ივანიშვილის ახალი პროექტია

  • Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

    Reuters – კუბაში კასტროს ეპოქა სრულდება

  • Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    Stopcov.ge: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 219 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

  • 7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

    7 წლის და კიდევ ერთი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით სამართალდამცავებმა 63 წლის მამაკაცი დააკავეს

  • გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

    გავრცელებული ინფორმაციით, ქობულეთის მუნიციპალიტეტში ძმამ ძმა მოკლა

  • ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

    ლილი ფოფხაძე – სიყვარულის ზღაპარი

  • მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

    მამუკა ხაზარაძე: „ოცნებამ“, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ზეწოლით, გააცნობიერა, რომ უნდა დაეთანხმოს დანიელსონის დოკუმენტს

  • ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

    ზურა ჯაფარიძე კრისტიან დანიელსონის დოკუმენტს ხელს არ მოაწერს

  • დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

    დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად ჩადენილ მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

  • არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

    არამხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს ახასიათებს ისეთი დანაშაული, როგორიცაა, ბანკში შევარდნა და მძევლების აყვანა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge