NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ოჯახის წევრებთან დაკავშირებით მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო კალაძემ ორი თანამშრომელი  გაათავისუფლა

ოჯახის წევრებთან დაკავშირებით მიკერძოებული გადაწყვეტილებების გამო კალაძემ ორი თანამშრომელი  გაათავისუფლა

14 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 660 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით, თბილისის მერიის კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურის ორი თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი თბილისის მერის განმარტებით, პირების მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევა – კერძოდ კი, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული საქმისწარმოებაში მიკერძოებული გადაწყვეტილებებია.

„მერიის შიდა აუდიტის სამსახურმა რამდენიმე სამსახურის მიმართულებით დაიწყო მოკვლევა და კონკრეტული დარღვევები გამოიკვეთა. ეს ეხება კეთილმოწყობისა და არქიტექტურის სამსახურების ორი თანამშრომლის მიერ ინტერესთა შეუთავსებლობის წესის დარღვევას. კერძოდ, ადგილი ჰქონდა ოჯახის წევრებთან დაკავშირებულ საქმისწარმოებაში მიკერძოებულ გადაწყვეტილებებს. მსგავსი ფაქტები, რა თქმა უნდა, ცუდად აისახება თბილისის მერიის იმიჯზე და მერიის თანამშრომლების მუშაობის ხარისხზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, დედაქალაქის მერიას მხოლოდ პროფესიონალი, კეთილსინდისიერი ადამიანები სჭირდება, ვინც ქალაქსა და აქ მცხოვრებ მოქალაქეებს მოემსახურება.

დედაქალაქის მერმა აუდიტის სამსახურის უფროსსა და თბილისის ვიცე-მერს აღნიშნულ საკითხზე დაწყებული მოკვლევის დასრულება და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება დაავალა.

„ხალხმა აგვირჩია იმისთვის, რომ ქალაქს კეთილსინდისიერად მოვემსახუროთ. ჩვენ უნდა შევქმნათ ერთი დიდი ოჯახი, რომელიც თბილისში მცხოვრები ადამიანების მსახური იქნება. მესმის, რომ შეიძლება ვიღაცას რაღაც გაუჭირდეს, პრობლემები ჰქონდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვიღაცამ არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს. თუ ვინმეს რაიმე პრობლემა აქვს, დავეხმარებით, მაქსიმალურად ხელს შევუწყობთ და არა ეს ქმედებები, რაც ამ ორ ადამიანთან მიმართებაში გამოიკვეთა. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

კომენტარები

არქიტექტურის სამსახური თბილისის მერია კახა კალაძე კეთილმოწყობის სამსახური ორი თანამშრომელი 2018-02-14
Tags არქიტექტურის სამსახური თბილისის მერია კახა კალაძე კეთილმოწყობის სამსახური ორი თანამშრომელი
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

გლდანის მე-8 დაწესებულებაში პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს

შემდეგი სტატია

აშშ-ს იერიში რუსეთის „ვაგნერის ჯგუფზე“

მსგავსი სტატიები

მუნიციპალური პარკინგის ეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევებზე ჯარიმა გაიზრდება

18 სექ 2018
საქართველოს პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს

საქართველოს პრეზიდენტი შუალედურ არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს

ირაკლი შალიკაშვილი 21 მაი 2019
სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ყველაფერი – პასუხისმგებლობაც და ბურთიც, „ქართული ოცნების“ მოედანზეა

სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ ახლა ყველაფერი – პასუხისმგებლობაც და ბურთიც, „ქართული ოცნების“ მოედანზეა

ირაკლი შალიკაშვილი 15 მარ 2021

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge