გლდანის სასჯელაღსრულების მე-8 დაწესებულებაში ერთ-ერთი პატიმარი ყელგამოჭრილი იპოვეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია და ის ღუდუშაურის სახელობის კლინიკაშია გადაყვანილი. პატიმარი განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის არის დაკავებული, მის უფლებებს „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ იცავს. ადვოკატი არჩილ ჩოფიკაშვილი ვარაუდობს, რომ ეს არ არის თვითმკვლელობის მცდელობა, რადგან იარაღი, რომლითაც მსჯავრდებულს დაზიანებები აქვს მიყენებული, ნაპოვნი არ არის.
„გლდანის სასჯელაღსრულების დაწესებულების ერთერთ საკანში, ღამის საათებში ნახეს ყელგამოჭრილი პატიმარი, რომელიც უგონოდ იყო. დაუყოვნებლივ გადაიყვანეს ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში. გუშინ ოჯხის წევრებს კლინიკაში განუცხადეს, რომ შეწყვეტილია თავის ტვინის ფუნქციონირება და არის საკმაოდ არასაიმედო ვითარება ამ ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის კუთხით. როცა ოჯახი კონკრეტული დეტალებით დაინტერესდა, აღმოჩნდა, რომ მიუხედავად იმისა, რომ სუიციდს ვარაუდობს გამოძიება და 115-ე მუხლით არის დაწყებული გამოძიება, ადგილზე ნანახი ვერ იქნა ის საგანი, რითიც დაზიანება იყო მიყენებული, რაც თვითმკვლელობის ვერსიას ძალიან საეჭვოს ხდის“,- განაცხადა ჩოფიკაშვილმა.
კომენტარები