მღვდელი იონა ნინევიელი ნაჩუქარ ჯიპს ყიდის. მისი თქმით, თანხა ეკლესიების მშენებლობასა და გაჭირვებულების დახმარებას უნდა მოახმაროს. სასულიერო პირმა Facebook-ში, საკუთარ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნულთან დაკავშირებით საუბრობს.
“ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო, მე ჩემმა მეგობრებმა მაჩუქეს მანქანა, ჩემი მანქანა აბსოლუტურად აკმაყოფილებს ჩემს მოთხოვნებს და რომელიც არის 19 წლის. მე გადავწყვიტე, რომ გავყიდო [ნაჩუქარი] მანქანა და აქედან ამოღებული თანხა მოვახმარო ეკლესიის, მონასტრის მშენებლობას და იმ ადამიანების მხარდაჭერას, ვისაც განსაკუთრებულად სჭირდებათ ფინანსური დახმარება. ღმერთმა დაგლოცოთ,” – ამბობს მღვდელი ვიდეოში.
კომენტარები