NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი სტენდი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე (ვიდეო)

ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი სტენდი უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალზე (ვიდეო)

14 თებ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 870 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო მუზეუმ-ნაკრძალებში ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი ტურების დანერგვას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ავრცელებს.

როგორც სააგენტოში აცხადებენ, ტერიტორიებზე მოწყობილი ვირტუალური რეალობის საპრეზენტაციო სტენდების საშუალებით, ადგილობრივ მოქალაქეებსა და ტურისტებს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სრულფასოვნად გაცნობის საშუალება მიეცემათ. მათივე ცნობით, პროექტი ამავდროულად ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ვირტუალური სტენდის ადაპტირებულ მოწყობასაც, რაც მისი შინაარსობრივი გადაწყვეტის მხრივ კულტურული მემკვიდრეობის ტურისტულ საიტებზე მსოფლიო მასშტაბით უპრეცედენტოა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს უწყებრივი გაერთიანების ქვეშ შემავალი მუზეუმ- ნაკრძალებიდან ვირტუალური რეალობის წარმოსახვითი სტენდი პირველად უფლისციხის კომპლექსზე ადაპტირდა, სადაც მისი პირველი მომხმარებლები გორის „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელები გახდნენ.

“უფლისციხის კომპლექსის ტერიტორიაზე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორ ნიკოლოზ ანთიძესა და კომპანია „ვირექს იმერსივის” აღმასრულებელ დირექტორ ნიკოლოზ გოგოჭურს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომელიც სააგენტოს სტრუქტურაში არსებული მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების თანამდეროვე ტექნოლოგიებით აღჭურვასა და საიმიჯო ღონისძიებების ერთობლივ დაგეგმვა-განხორციელებას ითვალისწინებს.

უფლისციხის კომპლექსზე მოწყობილი Vrex box -ის ვირტუალური სტენდი კლდეში ნაკვეთი ქალაქის სფერული ვიდეოგადაღების მეთოდით ინსტალირებულ 3D ფორმატის გამოსახულებასთან ერთად, მასში ინტეგრირებულ აუდიოგიდის მრავალენოვან სერვისსაც მოიცავს. ვირტუალური რეალობის პრეზენტაციის გამშვები სპეციალური აპლიკაცია, მზერის დაყოვნების საშუალებით, ინტერაქტიულად უზრუნველყოფს სხვადასხვა სფერულ ვიდეომასალაში მომხმარებლის მარტივ ნავიგაციას და გრაფიკული ეფექტებით გაფორმებული ინფორმაციის ჩვენებას”- აცხადებენ სააგენტოში.

მათივე ცნობით, ვირტუალური რეალობის სტენდებით უახლოეს მომავალში ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსიც აღიჭურვება.

“ასევე მოკლე დროში, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისა და ტურისტებისთვის, ანაგოგიური ტექნიკური დანადგარი ადაპტირდება რ. თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ოფისიც. სამომავლოდ კი ვირტუალური რეალობის სტენდებით სააგენტოს ყველა მუზეუმ-ნაკრძალი აღიჭურვება, რაც საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს”- აცხადებენ სააგენტოში. 

კომენტარები

ვირტუალური რეალობა კულტურული მემკვიდრეობა სტენდი უფლისციხე 2018-02-14
Tags ვირტუალური რეალობა კულტურული მემკვიდრეობა სტენდი უფლისციხე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

კახა კალაძემ თავშესაფარიდან მერიაში ლეკვი წაიყვანა (ვიდეო)

შემდეგი სტატია

მღვდელი: ვყიდი ნაჩუქარ ჯიპს, რათა თანხა ეკლესიების მშენებლობას და გაჭირვებულებს მოვახმარო (ვიდეო)

მსგავსი სტატიები

რუსეთის, ირანის და თურქეთის ლიდერები სირიის საკითხზე შეთანხმდნენ

რუსეთის, ირანის და თურქეთის ლიდერები სირიის საკითხზე შეთანხმდნენ

22 ნოე 2017

თიბისი ბანკმა აბაშაში ფერმერებისათვის აგროფორუმი ჩაატარა

სოსო ელისაშვილი 16 ოქტ 2018

„ენმ“-ს კანდიდატები, არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის მიუხედავად, ბიულეტენებში მაინც იქნებიან“

24 ოქტ 2017

უახლესი ამბები

  • კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

    კიდევ ერთი აფეთქება ყირიმში – ბელბეკის აეროდრომზე, რომელიც რუსების უდიდეს საჰაერო ბაზას წარმოადგენს

  • ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

    ჯემალ სეფიაშვილი: შევარდნაძეს კი არ დავეხმარე გამარჯვებაში, “მოქალაქეთა კავშირს” დავეხმარე (ვიდეო)

  • ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

    ალექსი დანილოვი: უკრაინა რუსეთთან ტერიტორიულ კომპრომისზე არ დათანხმდება

  • რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

    რეჯეფ თაიფ ერდოღანი: არ გვინდა, კიდევ ერთი ჩერნობილი გამოვცადოთ

  • ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

    ანტონიო გუტერეში: ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტის ნებისმიერი პოტენციური დაზიანება სუიციდი იქნება

  • უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

    უჯარმაში, იქ, სადაც მდინარე იორი არხში მიედინება, 16 და 20 წლის ძმებს ეძებენ

  • 3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

    3 რაიონი თბილისში, სადაც უძრავი ქონების ფასი ყველაზე მეტად გაიზარდა

  • პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

    პრეზიდენტი: გავერთიანდეთ და მომავალი წელი გავხადოთ დიდი საზეიმო წელი ევროპული საქართველოსთვის

  • ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

    ზურაბ ჯაფარიძე: უზურპატორები გვაზიან თავზე და უნდა იყოს მზაობა, რომ ამ უზურპატორს დავუპირისპირდეთ

  • ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

    ალერგიები, რომლებიც 21 აგვისტომდე ვრცელდება – ბიძინა კულუმბეგოვი მოქალაქეებს აფრთხილებს

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge