NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ლევან იზორიას მოუსმენენ

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე ლევან იზორიას მოუსმენენ

13 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, პოლიტიკა 634 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია თავდაცვისა და უშიშროების სხდომაზე ანგარიშით წარდგება. მინისტრმა სხდომაზე შესვლამდე კომენტარი გააკეთა, მისი განცხადებით, ოპტიმიზაცია დაიწყო იმ მიზნით, რომ თანხები უმეტესწილად მიმართულიყო შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. იზორიას თქმით, ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53%  2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი.

„გვაქვს მნიშვნელოვანი წარმატებები, რითაც მკაფიოდ და კონკრეტულად შემიძლია ვთქვა, რომ ვაკმაყოფილებთ ნატოს სტანდარტებს. კერძოდ, ჩვენ ოპტიმიზაცია დავიწყეთ იმ მიზნით, რომ თანხები მიგვემართა უმეტესწილად შეიარაღებული ძალების თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად. ამ თვალსაზრისით სახელფასო ხარჯების 53%  2018 წლის თავდაცვის ბიუჯეტით მიემართება მხოლოდ ხელფასებსა და სოციალურ დახმარებებზე, რაც არის ნატოს სტანდარტი. თუ 2015 წელს ეს იყო 66%, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ გახდა 53%.

ამის შედეგად მეორე მნიშვნელოვანი სტანდარტი დავაკმაყოფილეთ, კერძოდ, მივმართეთ დიდწილად თანხები შეიარაღებაზე, კერძოდ, თქვენ იცით, რომ თავდაცვის ბიუჯეტი უნდა აკმაყოფილებდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 2%-ს, რასაც ვაკმაყოფილებთ და მეტიც, შეიარაღებისთვის ნატო ითხოვს, რომ ამ ბიუჯეტიდან 20% იყოს გათვალისწინებული, რასაც ვაჭარბებთ და ეს არის ისტორიული მოვლენა და ისტორიული მოვლენაა სწორედ ის, რომ წელს შევიძინეთ ტანკსაწინააღმდეგო სისტემები, საუბარია „ჯაველინის“ სისტემებზე. წელს ვასრულებთ საფრანგეთთან ანტისაჰაერო სისტემის შეძენას, რომელიც პირველი ფაზით იყო გათვალისწინებული და გადავდივართ მეორე ფაზაზე. ეს ყველაფერი კეთდება იმ მიზნით, რომ ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა გაძლიერდეს, ნატოს სტანდარტებს დაუახლოვდეს და თითოეულმა მოქალაქემ თავი იგრძნოს უფრო დაცულად“,-განაცხადა იზორიამ.

კომენტარები

ანგარიში თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თანხების დაზოგვა ლევან იზორია მინისტრი ნატოს სტანდარტი ოპტიმიზაცია სხდომა ჯაველინები 2018-02-13
Tags ანგარიში თავდაცვის მინისტრი თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი თანხების დაზოგვა ლევან იზორია მინისტრი ნატოს სტანდარტი ოპტიმიზაცია სხდომა ჯაველინები
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

სააკაშვილის დაკავების ახალი კადრები ვრცელდება

შემდეგი სტატია

„გია მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა“

მსგავსი სტატიები

ილია ტუღუშის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ფეხბურთის ფედერაცია განცხადებას ავრცელებს

07 დეკ 2017
ლანჩხუთში „კონსერვატიული მოძრაობის” ადგილობრივმა ხელმძღვანელმა პოლიციას განცხადებით მიმართა

ლანჩხუთში „კონსერვატიული მოძრაობის” ადგილობრივმა ხელმძღვანელმა პოლიციას განცხადებით მიმართა

ნინო ჩხეიძე 19 მარ 2022
თურქეთში ორწლიანი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

თურქეთში ორწლიანი საგანგებო მდგომარეობა გაუქმდა

18 ივლ 2018

უახლესი ამბები

  • “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

    “ლევან ბერძენიშვილი მიგინებდა პაპას! ერეკლე მეფეს სჭირდებოდა გვერდით დგომა…” (ვიდეო)

  • სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

    სოფო ჭყონია: ეს უნდა გახმაურდეს!

  • ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

    ნინო ლომჯარია: „შინ ევროპისკენ“ კამპანიაში მონაწილე პირებზე განხორციელებული თავდასხმები და საქმიანობაში ხელშეშლის სხვა ფაქტები ქმნის დამაშინებელ გარემოს და შეიცავს დანაშაულის ნიშნებს

  • მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

    მოროშკინა: არ უნდა დაამტვრიო გაზულუქებულ, როლში შეჭრილ ზელენსკის და მთელ ბანდას კიდურიც და თავ-ყბაც?

  • მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

    მიხეილ ყაველაშვილი: საჭიროდ ჩავთვალეთ გასვლა, რომ ვიღაცამ არ თქვას, რატომ საუბრობს ამას თქვენი პარტიის წევრი

  • შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

    შალვა პაპუაშვილი: ოპოზიციას თავად პოლარიზაციის პიკისკენ უნდა წაიყვანოს სიტუაცია

  • კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

    კელი დეგნანი: რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20% აქვს ოკუპირებული, რუსეთია ის, ვინც ცდილობს თქვენი ენის მოკვლას, სწორედ რუსეთია ის, ვინც შეურაცხყო თქვენი ეკლესიები

  • საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად  აღინიშნება

    საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 2 ივლისს თბილისის სტარტაპის დღე პირველად აღინიშნება

  • ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

    ქადაგიშვილი: ოპოზიციას მოვუწოდებ, ქუჩა-ქუჩა სიარულის ნაცვლად, პარლამენტში ევროკომისიის მოთხოვნების შესასრულებლად იმუშაონ

  • დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

    დავით ნარმანია: …არ გვაქვს ფუფუნება, რომ შედარებით იაფ რუსულ ენერგიაზე უარი ვთქვათ

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge