მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი „ფეისბუქზე“ ეხმაურება.
„არცერთი პოსტი არ შემხვედრია, რომელიც სიხარულს გამოხატავდა მიშას დაკავებაზე. ან ჩემი მეგობრების წრე შეიცვალა, ან, თავად მეგობრები. ორივე შემთხვევაში შედეგი მახარებს.
რაც შეეხება მიშას, ფსკერამდე დასულმა ამოყვინთა და ეს ყველაფერი მისთვის, მხოლოდ გასავლელი გზაა. ძალიან ვგულშემატკივრობ და ჯანმრთელობას ვუსურვებ! დანარჩენს თვითონ მიხედავს“,-წერს ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, გუშინ უკრაინის სასაზღვრო სამსახურმა მიხეილ სააკაშვილი ქვეყნიდან პოლონეთში რეადმისიის შეთანხმების საფუძველზე გააძევა.
არცერთი პოსტი არ შემხვედრია, რომელიც სიხარულს გამოხატავდა მიშას დაკავებაზე. ან, ჩემი მეგობრების წრე შეიცვალა, ან, თავად…
Posted by Nanuka Zhorzholiani on ორშაბათი, 12 თებერვალი, 2018
კომენტარები