NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ადვოკატი: პრეტენზიას ვაცხადებთ ჩვენი კუთვნილი წილის დაბრუნებაზე „ბადაგონში“ და ჩვენს ინტერესში არ შედის, რომ ქარხანამ მუშაობა შეაჩეროს

ადვოკატი: პრეტენზიას ვაცხადებთ ჩვენი კუთვნილი წილის დაბრუნებაზე „ბადაგონში“ და ჩვენს ინტერესში არ შედის, რომ ქარხანამ მუშაობა შეაჩეროს

13 თებ 2018 ახალი ამბები, ბიზნესი 323 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დღეს, ვლადიმერ ჯანჯღავას და კომპანია „გრაკორო ტრეიდინგ ლიმიტედი“-ს ადვოკატებმა პრესკონფერენცია გამართეს. იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ  დოკუმენტაცია, წარმოადგინეს, რომელიც მათი თქმით, „გრაკოროს“ მიერ კომპანია „ბადაგონში“ ინვესტიციების განხორციელების ფაქტს, აგრეთვე წილების ფორმალურად გადაფორმებისას კომპანიის რეალურ ღირებულებას ადასტურებს.

„ვაცხადებთ  პრეტენზიას  ჩვენი კუთვნილი წილის დაბრუნებაზე და შესაბამისად პირველ რიგში  ჩვენს ინტერესებში არ შედის,  რომ მოხდეს საწარმოს გაჩერება. მით უფრო ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს“, – აცხადებს ადვოკატი იმედა დვალიძე.

„გიორგი სალაყაია, წინა ბრიფინგზე გაჟღერებულ ჩვენს სამ პრინციპულ დღემდე არ პასუხობს. შეგახსენებთ ამ სამ კითხვას: რა თანხის ინვესტიცია განახორციელა  კომპანია „ბადაგონში“  ვლადიმერ ჯანჯღავამ კომპანია „გრაკოროს“ მეშვეობით? თავად სალაყაიამ რა ოდენობის ინვესტიცია განახორციელა კომპანია „ბადაგონში“ და  რა ფასად და რა  პირობით შეიძინა მან  კომპანია „ბადაგონის“ საბოლოო ჯამში 100%-იანი წილი?“ – აღნიშნა ადვოკატმა იმედა დვალიძემ, მისი თქმით სალაყაია გაურბის „ბადაგონში“ წილის მითვისების  თემაზე  საუბარს.

იმედა დვალიძემ ასევე კომენტარი გააკეთა გიორგი სალაყაიას ადვოკატების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, თითქოსდა 2015 წელს „ბადაგონის“ წილების გადაფორმების მომენტისათვის კომპანიის ღირებულება იყო ზერო ანუ ნული და თითქოსდა კომპანია იყო ფაქტიურად ბანკროტი. აღნიშნულის საპასუხოდ ჯანჯღავას ადვოკატებმა მედიის წარმომადგენლებს წარუდგინეს დოკუმენტი, კომპანიის კრების ოქმი რომელიც მათი თქმით, ადასტურებს, რომ 2015 წლის იანვარში კომპანია „ბადაგონის“ ღირებულება შეადგენდა სულ მცირე, რამდენიმე ათეულ მილიონ დოლარს. იმედა დვალიძემ ასევე წარმოადგინა ვიდეოჩანაწერი, რომელიც იმავე პერიოდშია გაკეთებული და სადაც თავად სალაყაიაც საუბრობდა კომპანია „ბადაგონის“ წარმატებაზე და იმაზე, რომ საწარმო იყო #1 და წარმოადგენდა საქართველოს სახეს.

გარდა ამისა ადვოკატმა ასევე წარმოადგინა დოკუმენტები კომპანია „ბადაგონის“ ერთადერთი ინვესტორის –  ვლადიმერ ჯანჯღავას მიერ კომპანია „გრაკორო თრეიდინგ ლიმიტედის“ მეშვეობით კომპანია „ბადაგონში“ განხორციელებული ინვესტიციების შესახებ და აღნიშნა, რომ  2006 წელს, როცა რუსეთის მხრიდან ემბარგო გამოცხადდა ქარხნის მშენებლობა  არ შეჩერებულა და მხოლოდ ამ ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 6 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციები განხორციელდა. ადვოკატმა ასევე წარმოადგინა დოკუმენტი, რომლის შესაბამისად, 2011 წლამდე ინვესტიციების სახით მოზიდული 14 მილიონი დოლარი, ვლადიმერ ჯანჯღავამ „გრაკოროს“ მეშვეობით „ბადაგონის“ საწესდებო კაპიტალში შეიტანა, ანუ ფაქტობრივად კომპანიას აჩუქა.

ჩვენ ვითხოვთ იმ წილის დაბრუნებას,  რომელიც წილიც  ფორმალურად იყო გადაცემული  გიორგი  სალაყაიაზე. ვლადიმერ ჯანჯღავას კომპანიამ დაახლოებით  20 მილიონი დოლარი დააბანდა საწარმოში და თუნდაც ის ფაქტი, რომ წილის ფორმალური გადაცემისას კომპანიას ჰქონდა შესაძლებლობა 10 მილიონი დოლარის  საკრედიტო რესურსი  მოეთხოვა  ერთ-ერთი ქართული ბანკისგან, ადასტურებს კომპანიის რეალურ ფასს და ღირებულებას“,-განაცხადა დვალიძემ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც ხშირად აპელირებს მოწინააღმდეგე  მხარე, ისაა, თუ რატომ მივმართეთ ფინანსთა სამინისტროს  საგამოძიებო სამსახურს.  რომ თითქოს ეს სამოქალაქო დავაა. „მთელი ამ დღეების განმავლობაში  მოწინააღმდეგე მხარის მხრიდან ვისმენთ განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ  ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური  არ უნდა იძიებდეს ამ საქმეს. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის თანახმად მითვისება ან გაფლანგვა, რაც სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების  მართლსაწინააღმდეგო მითვისებაა, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის  ან გამფლანგველის  კანონიერი მფლობელობაში ან  განმგებლობაში, დანაშაულს წარმოადგენს და საქართველოს კანონმდებლობით სწორედ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურია ის სუბიექტი, რომელიც ამ დანაშაულს უნდა იძიებდეს.

იმედა დვალიძემ და დიმიტრი ხაჩიძემ კიდევ ერთხელ მოუწოდეს გიორგი სალაყაიას, რომ მან საქმესთან დაკავშირებულ ძირითად კითხვებს უპასუხოს და ხელოვნურად არ შეეცადოს საქმის სხვა სიბრტყეში უსაფუძვლოდ გადატანას.

[R]

კომენტარები

ბადაგონი გიორგი სალაყაია ვლადიმერ ჯანჯღავა იმედა დვალიძე 2018-02-13
Tags ბადაგონი გიორგი სალაყაია ვლადიმერ ჯანჯღავა იმედა დვალიძე
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„რაც შეეხება მიშას, ფსკერამდე დასულმა ამოყვინთა“

შემდეგი სტატია

„აფგან მუხთარლის გაუჩინარების გარემოებების გამოძიება არაეფექტურად მიმდინარეობს“

მსგავსი სტატიები

კოალიცია  მოუწოდებს პრეზიდენტს,  შეცვალოს  უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება

კოალიცია მოუწოდებს პრეზიდენტს, შეცვალოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატის დასახელებაზე უარის თქმის გადაწყვეტილება

31 აგვ 2018
„აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“

„აქ ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობები დადგება“

სოსო ელისაშვილი 16 მარ 2018

ყოფილი მეუღლის სისტემატურ შეურაცხყოფაში და ყოფილი სიდედრის ავტომანქანის დაზიანებაში ბრალდებულს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

10 სექ 2018

უახლესი ამბები

  • იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

    იაგო ხვიჩია: მომეჩვენა, რომ ნიკა მელია მემუქრებოდა

  • „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

    „იუნესკოს” მშვიდობის ელჩის მანდატი ელისო ბოლქვაძეს მეორედ მიენიჭა

  • სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

    სრულად ვემიჯნები ამ პროცესს, რასაც ქართული პარლამენტარიზმის დანგრევა ჰქვია

  • ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

    ,,ნაცმოძრაობის” რეიტინგი ისტორიულ მინიმუმზეა

  • შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

    შთაბეჭდილება რჩება, თითქოს ელოდებიან, თავი უფლებაშეზღუდულ პოლიტიკურ სუბიექტებად გამოაჩინონ და საერთაშორისო ასპარეზზე ამ თემით ისპეკულირონ

  • შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

    შეზღუდვების მოხსნის მოთხოვნით აქციები ოპოზიციისთვის ერთგვარი ტესტია, რამდენად შესაძლებელი იქნება გაზაფხულზე მასშტაბური პროტესტის ორგანიზება

  • ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

    ოპოზიციონერი დეპუტატებისათვის უფლებამოსილების შეწყვეტით ოფიციალურადაც გაფორმდება, რომ საქართველოს აქვს ერთპარტიული, ჩრდილოკორეის პარლამენტი

  • ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

    ჩინეთისა და ინდოეთის საზღვარის სადავო მონაკვეთზე, ჩინელ და ინდოელ ჯარისკაცებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

  • NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

    NDI: გამოკითხულთა 59% საქართველოს ეკონომიკის წინაშე მდგარ ყველაზე დიდ პრობლემად უმუშევრობას ასახელებს

  • საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

    საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 298 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge