NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო“

„ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო“

12 თებ 2018 ახალი ამბები, პოლიტიკა 620 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

საზოგადოებასა და ეკლესიას შორის ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ურთიერთობის ტრადიცია და კულტურა ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი და უძლიერესი საყრდენი გახლავთ და ამაზეა დაშენებული საქართველოს სახელმწიფოებრიობა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშილმა საერთაშორისო კონფერენციაზე „რელიგია და საზოგადოებრივი ცხოვრება“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელიც საქართველოს სამოციქულო მართლმადიდებელი ეკლესიის შეჩერებული ავტოკეფალური მმართველობის აღდგენის 100 წლისთავს მიეძღვნა.

პრემიერის თქმით, საქართველოს სახელმწიფოებრიობის მშენებლობაში განუსაზღვრელი წვლილი მიუძღვის ქართულ მართლმადიდებელ ეკლესიას, რომელიც ყოველთვის აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის ცხოვრებაში და ერის მაკონსოლიდირებელ ძალას წარმოადგენდა.

„ქართული საღვთისმეტყველო სიტყვა და აზრი ყოველთვის საინტერესო იყო და არის ქრისტიანული სამყაროსთვის. ამიტომაც, ვფიქრობ, სრულიად ბუნებრივია, რომ სამეცნიერო კონფერენცია და დისკუსიები ისეთ აქტუალურ თემაზე, როგორიცაა რელიგია დასაზოგადოებრივი ცხოვრება, იმართება საქართველოში, სადაც სასულიერო და საერო სფეროებს შორის ჰარმონიული ურთიერთობის მრავალსაუკუნოვანი, მდიდარი გამოცდილება არსებობს. ეკლესიის სიძლიერე, ეკლესიისა, რომელიც 15 საუკუნე იყო ქართველი ერის სულიერი წინამძღოლი, მორალური საყრდენი, გამაერთიანებელი, იყო ის მიზეზი, რის გამოც იმპერიამ გაილაშქრა მის წინააღმდეგ და შეუჩერა ავტოკეფალური მმართველობა. ამით, იმპერიული რეჟიმი შეეცადა, დაესუსტებინა ეკლესია, შეერყია ერის სიძლიერე და ეჭვქვეშ დაეყენებინა ეროვნული იდენტობა. საბედნიეროდ, ჩვენს წინაპრებს აღმოაჩნდათ უდიდესი ძალა თავგანწირული ბრძოლისათვის და ეს ბრძოლა 100 წლის წინ ავტოკეფალიის აღდგენით დაგვირგვინდა, რამაც ერის ცნობიერებაში გარდამტეხი როლი შეასრულა. 1917 წელს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის აღდგენით ისტორიული სამართლიანობა აღდგა, ჩვენ დავიბრუნეთ დედაეკლესია, რომლის წიაღშიც ჩვენი წინაპრები და სულიერი მამები საუკუნეების განმავლობაში ინახავდნენ სარწმუნოებას, დიდი რუდუნებით უფრთხილდებოდნენ იმ ღირებულებებს, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. ამას მოჰყვა 1918 წელს საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკად გამოცხადება, რომლის 100 წლის იუბილეს წელს ვზეიმობთ”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო ბევრჯერ მდგარა განსაკუთრებული განსაცდელის წინაშე და ასეთ დროს საქართველოს ეკლესია, მღვდელმთავრები და პატრიარქები ყოველთვის გამორჩეულ როლს ასრულებდნენ.

„ამ მხრივ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის მის უწმინდესობას, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს, ჩვენს სულიერ მამას, რომელიც 40 წელია, საქართველოს ეკლესიას უდგას სათავეში და რომლის დამსახურება ჩვენი სამშობლოს წინაშე ფასდაუდებელია. მისი სიბრძნე და სიყვარულის უნარი უდიდესი პატივისცემით განაწყობს სხვადასხვა აღმსარებლობისა და ეროვნების ადამიანებს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში. სწორედ ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის, პირადად მისი უწმინდესობის, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის დამსახურება გახლავთ ჩვენი ტოლერანტობის ისტორიული ტრადიციის შენარჩუნებადა განმტკიცება, რაც სხვადასხვა რელიგიის მიმართ პატივისცემას და საზოგადოებაში სხვადასხვა აღმსარებლობის წარმომადგენლთა მშვიდობიანად თანაცხოვრებას განაპირობებს”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრს მეუფე დანიელმა საქართველოს ეკლესიისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის ისტორიის ამსახველი გამოფენა დაათვალიერებინა, რომელიც კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.

საერთაშორისო კონფერენციას საქართველოს პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო, წმინდა სინოდისა და საქართველოს ეკლესიის, ასევე – სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და უცხოელი სტუმრები დაესწრნენ.

კომენტარები

გიორგი კვირიკაშვილი ეკლესია პრემიერი რელიგია 2018-02-12
Tags გიორგი კვირიკაშვილი ეკლესია პრემიერი რელიგია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მნიშვნელოვანია, აუდიტის სამსახურმა დაადგინოს, საიდან მოიტანა პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის მამამ 120 000 ლარი“

შემდეგი სტატია

ვიდეო: პერუში ძაღლებს საოცარი ქორწილი გადაუხადეს

მსგავსი სტატიები

„დაკავებულები მოქალაქეს პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნების მუქარით თანხას ძალავდნენ“

10 ნოე 2018
9 აპრილი

9 აპრილი

ნინო ჩხეიძე 09 აპრ 2022
„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ“

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილი, რომ თითქოს ჩვენ მოადგილეებს ხელფასები გავუორმაგეთ“

13 იან 2018

უახლესი ამბები

  • “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

    “ლელო”: 3 ივლისის აქციაზე ჩამოსვლას მოქალაქეები უფასო ავტობუსებით შეძლებენ

  • თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

    თეა წულუკიანი: არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ …

  • ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

    ექვთიმე თაყაიშვილი: ვერ მოვუარეთ ბედითგან მოგორებულს თავისუფლებას, ვერ შევხვდით მომზადებული დიდ ისტორიულ მომენტს, რომლის მსგავსი შეიძლება საუკუნეების შემდეგ განმეორდეს

  • სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

    სერიალები რომლებიც 2022 წელს არ უნდა გამოტოვო

  • მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

    მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები

  • გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

    გაყინული მიკრობები და ახალი პანდემიის საფრთხე

  • “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

    “გაათრიერთ აქედან ეს ნაგავი, ვის შეეხე შენ ხელით?! შე ნაბო**არო” – მარნეულში “შინ ევროპისკენ” კამპანიის მონაწილეებს დაუპირისპირდნენ

  • შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

    შალვა პაპუაშვილი: ვისაც აქვს სურვილი იაროს ევროპისკენ, უნდა შემოგვიერთდეს

  • “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

    “ეს ის ქალია, რომელმაც შეურაწყოფა მიაყენა ჩემს სარწმუნეობას!!! ეს ის ქალია, რომელიც ატყუებს მოსახლეობას!!! მე, როგორც ქრისტიანი დავიცავ ჩემს ჯვარს” – ირმა ზარქუა

  • “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

    “ალტ-ინფოს” მხარდამჭერები: ვაკელებო გაიღვიძეთ… მოინანიეთ ცოდვები ყველამ, მონასტერში წადით (ვიდეო)

მოგვიწონეთ!

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge