NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»ელექტრონული პორტალი – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა

ელექტრონული პორტალი – „შენი იდეა ქალაქის მერს“ ამოქმედდა

12 თებ 2018 ახალი ამბები, საზოგადოება 1123 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ელექტრონული პორტალის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ პრეზენტაცია გამართა. ელექტრონული პორტალი ახალი იდეების სისტემატიზაციას, საჯაროობასა და მიზნობრივ ადრესაციას ისახავს მიზნად, რომელიც განხილვისა და შესაბამისი ხმების მიღების შემდეგ, განსახილველად, მუნიციპალიტეტის მერიას გადაეცემა.

ვებპორტალ idea.tbilisi.gov.ge-ზე 13 კატეგორიაა განთავსებული, რომლის არჩევის შემდეგაც, მოქალაქეს არგუმენტირებული და დასაბუთებული იდეის დაფიქსირებისა და  კონკრეტულ პროექტზე ხმის მიცემის საშუალება აქვს.

თბილისის მერის განცხადებით, ელექტრონული პორტალის ამოქმედების მიზანი  ქალაქის განვითარებაში მეტი მოქალაქის ჩართულობა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაა.

„უნდა დავამსხვრიოთ ის სტერეოტიპი, რომელიც წლების განმავლობაში იყო დამკვიდრებული – ავირჩიეთ ქალაქის მთავრობა და ისინი გააკეთებენ ყველაფერს. მგონია, რომ ეს მიდგომა არასწორია. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ქალაქის განვითარებასა და წინსვლაზე. ჩვენ ამას გავაკეთებთ, მაგრამ მინდა, რომ ამ ყველაფერში დედაქალაქის მოსახლეობა იყოს ჩართული. დავიწყეთ მუშაობა, რათა შეგვექმნა სპეციალური პლატფორმა იმისთვის, სადაც შეიძლებოდა დედაქალაქის მოსახლეობას კონკრეტული პროექტები წარმოედგინა, თუ რა შეიძლებოდა გაგვეკეთებინა ქალაქის განვითარებისთვის“, –  განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, პროექტის – „შენი იდეა ქალაქის მერს“ საშუალებით, მოქალაქეები საკუთარ პროექტებს წარმოადგენენ, ასევე, საშუალება ექნებათ, წარმოდგენილ პროექტებზე იმსჯელონ და საკუთარი არჩევანი დააფიქსირონ.

„რა თქმა უნდა, თუ პროექტი საინტერესო იქნება, მოგცემთ იმის შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ ამ პროექტებში ბევრი მოქალაქე იქნება ჩართული და ერთად შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რაც ჩვენი დედაქალაქისთვის აქტუალური იქნება. თბილისის მერია ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქალაქის საკეთილდღეოდ თქვენი იდეები განვახორციელოთ“, – აღნიშნა თბილისის მერმა და პროექტის განხორციელებისთვის თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

ელექტრონული პორტალის შესახებ დეტალურად მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ვახტანგ ჭედიშვილმა ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვებგვერდი იდეებისა და პროექტების დაფიქსირების ახალი საშუალებაა, რომელიც მერსა და მოქალაქეს შორის მეტ კომუნიკაციას ქმნის; ახალი ინსტრუმენტია ქალაქის მმართველობაში, სადაც მოქალაქეებსა და მუნიციპალიტეტს შეუძლია დაინახოს, თუ რა აქტუალური საკითხები დგას დედაქალაქის მოსახლეობისთვის. ასევე, ზრდის მოქალაქეთა ჩართულობას ქალაქის განვითარებაში. 

ვებგვერდზე რეგისტრაცია შესაძლებელია სარეგისტრაციო ფორმაში პირადი მონაცემების, ელექტრონული ფოსტის, მომხმარებლის სახელისა და პაროლის შეყვანით, რომლითაც შემდგომ ვებგვერდზე ავტორიზაციას შეძლებთ. არსებულ იდეაზე ხმის მისაცემად ვებგვერდზე რეგისტრაცია/შესვლა აუცილებელი არ არის. რეგისტრაცია საჭიროა მხოლოდ ახალი იდეის დამატების მსურველთათვის.

მიმდინარე იდეების გაცნობა, რომლებზეც ხმის მიცემა აქტიურია, იდეების გვერდზეა შესაძლებელი. შეგიძლიათ იდეა აირჩიოთ სასურველი კატეგორიიდან, გაეცნოთ იდეის სახელწოდებას, აღწერას და დააფიქსიროთ თქვენი ხმა პირადი მონაცემების შეყვანით, რომლებიც შემდგომ გამოჩნდება idea.tbilisi.gov.ge-ს საჯარო გვერდზე. ხმის მიცემის უფლებით სარგებლობს თბილისში რეგისტრირებული საქართველოს ნებისმიერი სრულწლოვანი მოქალაქე.

იდეის განხილვა ოთხ ეტაპს მოიცავს. პირველ ეტაპზე, რეგისტრირებული იდეა განიხილება საიტის ადმინისტრატორის მიერ, მეორე ეტაპი კი, მოიცავს იდეაზე ხმის მიცემას. მესამე ეტაპზე მერი იღებს გადაწყვეტილებას იდეის განხილვის გაგრძელების, ან იდეის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, ხოლო მეოთხე ეტაპზე მერიის სტრუქტურული ერთეულები იდეის განხორციელების შესაძლებლობას განიხილავენ.

კომენტარები

თბილისი კალაძე კახა კალაძე მერია 2018-02-12
Tags თბილისი კალაძე კახა კალაძე მერია
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

„მე თვითონ უნდა მევლო ალბათ რეგიონებში და უნდა განმემარტა ამ პროგრამის მნიშვნელობა“

შემდეგი სტატია

„მან იცის, რომ შვილი მძიმედ არის“

მსგავსი სტატიები

კახა კალაძე: მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად მესმის, რადგან გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

კახა კალაძე: მცირე მთავრობის ინიციატივა კარგად მესმის, რადგან გვჭირდება მოქნილობა, გვჭირდება ვიყოთ ოპერატიულები გადაწყვეტილებების მიღების პროცესში

18 ივნ 2018
ორსულებსა და რისკჯგუფში მყოფ პირებს კერძო კლინიკებშიც უფასოდ აცრიან – გამყრელიძე

ორსულებსა და რისკჯგუფში მყოფ პირებს კერძო კლინიკებშიც უფასოდ აცრიან – გამყრელიძე

24 იან 2019
ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვა

ანგელა მერკელი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით დღეს ჩამოვა

23 აგვ 2018

უახლესი ამბები

  • გამომძიებელი: ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

    გამომძიებელი: ნიკა მელია გამოძიებასთან თანამშრომლობაზე უარს აცხადებს

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა

  • დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

    დღე ისტორიაში – 24 სექტემბერი

  • ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

    ბეჭდების მბრძანებლის პერსონაჟები და მათი ზოდიაქოს ნიშნები

  • ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

    ილიკო სუხიშვილი: სცენაზე გასვლა ყოველთვის დიდ სტრესთან არის დაკავშირებული (ვიდეო)

  • ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

    ოლაფ შოლცი: კონფლიქტის მოგვარებისთვის ყარაბაღის მოსახლეობის უფლებები და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

  • ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

    ირაკლი ეძგვერაძე: სავარაუდოდ, კლინიკიდან დღესაც არ გამწერენ

  • 6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

    6 სუპერ სასარგებლო ხილის სახეობა

  • ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

    ერიხ მარია რემარკის საინტერესო და მრავალფეროვანი ცხოვრება

  • კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

    კირილ ბუდანოვი: რუსეთმა მის ხელთ არსებული ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა ფრონტზე და მოსკოვის თავდაცვისთვის აამოქმედა – ჩვენ მათი რაკეტების მარაგის ამოწურვაზე ვმუშაობთ

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge