უკრაინის ძალოვანი უწყებები მიხეილ სააკაშვილის დაკავებაში მონაწილეობას უარყოფენ. როგორც უკრაინის შსს-ში, გენერალურ პროკურატურაში და უშიშროების სამსახურში „რადიო თავისუფლებას“ განუცხადეს, მათ არაფერი იციან ექსპრეზიდენტის დაკავების შესახებ.
„ჩვენ არ დაგვიკავებია“, – განაცხადა СБУ-ს პრესსპიკერმა ელენა გიტლიანსკაიამ.
„ჩვენ ამასთან არანაირი კავშირი არ გვაქვს. ეს ჩვენი კომპეტენცია არ არის“, – განაცხადა პროკურატურის პრესსპიკერმა ლისენკომ.
კომენტარები