უკრაინის ძალოვანი უწყებები უარყოფენ, რომ ექსპრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება სცადეს. როგორც Censor.net-ი წერს, სპეცრაზმ „ალფა“-ს სასტუმროში მისვლის შესახებ არაფერი იციან უკრაინის უშიშროების სამსახურში.
მომხდარზე კომენტარს არ აკეთებენ უკრაინის გენერალურ პროკურატურაში, თუმცა აცხადებენ, რომ სპეცრაზმის სასტუმროში მისვლის შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ.
კომენტარი გააკეთა უკრაინის საზღვრის დაცვის სამსახურმაც, რადგან სააკაშვილის მომხრეების განცხადებით სასტუმროში მისული შეიარაღებული პირები აცხადებდნენ, რომ ისინი მესაზღვრეების სპეცდანიშნულების რაზმიდან იყვნენ.
„ჯერ ერთი, ჩვენ სპეცრაზმი არ ვყავს, მეორე – ჩვენ არალეგალ მიგრანტებთან დაკავშირებით ვმუშაობთ. თუმცა, დღეს, ჩვენი თანამშრომლები იმ სასტუმროში, სადაც სააკაშვილია, არ იმყოფებოდნენ“, – განუცხადა Censor.net-ს მესაზღვრეთა პრესმდივანმა.
კომენტარები