NEWS.GE

  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • მსოფლიო
  • ბიზნესი
  • შემთხვევა
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • კულტურა
  • ტექნოლოგიები
  • ჯანმრთელობა
  • სპორტი
თქვენ იმყოფებით:მთავარი»ახალი ამბები»„პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის თანხმობის გარეშე, მე საზღვარზე ვერავინ გადამიყვანდა“

„პრემიერმინისტრ კვირიკაშვილის თანხმობის გარეშე, მე საზღვარზე ვერავინ გადამიყვანდა“

09 თებ 2018 ახალი ამბები, მნიშვნელოვანი, სამართალი 919 ნახვები

Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა

აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, აფგან მუხთარლი, რომელმაც საპატიმრო ორი დღით, ოჯახური მდგომარეობის გამო დატოვა, აცხადებს, რომ ის ილჰამ ალიევისა და ბიძინა ივანიშვილის ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლია. ჟურნალისტმა „კურიერთან“ სატელეფონო ჩართვისას განაცხადა, რომ საზღვარზე მისი გადაყვანა პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის თანხმობით მოხდა.

„ჩემი გატაცების საქმეში პრემიერმინისტრი კვირიკაშვილი, სასაზღვრო პოლიციისა და ლაგოდეხის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელები, ასევე კრიმინალური პოლიცია იყო ჩართული. ვფიქრობ, ეს ილჰამ ალიევის სურვილით მოხდა. საქართველოში სასამართლო პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს, ამიტომ ქართულმა მხარემ გადაწყვიტა, რომ კანონიერი გზებით კი არ გადამცეს აზერბაიჯანს, არამედ ჩემი უკანონო გატაცება მოახდინა.

პრემიერმინისტრის თანხმობის გარეშე, მე საზღვარზე ვერავინ გადამიყვანდა. პირებს, რომლებიც ჩემს გატაცებაში მონაწილეობდნენ, კრიმინალური პოლიციის ფორმა ეცვათ, ისინი ამ უწყების წარმომადგენლები იყვნენ, ყველა მათგანი ქართველი იყო და არცერთი აზერბაიჯანელი. ჩემს გატაცებაზე პასუხისმგებლობა აზერბაიჯანულ და ქართულ მხარეებს ეკისრებათ, კერძოდ კი გიორგი კვირიკაშვილს, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და საბაჟო-გამშვები პუნქტის ხელმძღვანელებს.

იძულებული ვარ, საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ დავა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში გავაგრძელო. კვირიკაშვილმა პასუხი უნდა აგოს თავის დანაშაულზე. საქართველოში ყოფნის პერიოდში ალიევის ბიზნესს ვსწავლობდი, საქართველოში მას აქვს დიდი ბიზნესი ტურისტულ სფეროში, ფლობს სასტუმროებსა და მიწის ნაკვეთებს, საქართველოში მისი პარტნიორი ბიძინა ივანიშვილია, სწორედ ამ ბიზნესპარტნიორობის მსხვერპლი გავხდი ჩემ მიერ დაწყებული გამოძიების გამო“,-განაცხადა აფგან მუხთარლიმ.

კომენტარები

აფგან მუხთარლი ბიზნესინტერესები ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევი კრიმინალური პოლიცია საზღვარი სასამართლო 2018-02-09
Tags აფგან მუხთარლი ბიზნესინტერესები ბიძინა ივანიშვილი გიორგი კვირიკაშვილი ილჰამ ალიევი კრიმინალური პოლიცია საზღვარი სასამართლო
Twitter Facebook linkedin Pinterest მეტის ნახვა
წინა სტატია

ახალგაზრდა გოგონამ დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ ადგილზე არსებული ვითარება გადაიღო

შემდეგი სტატია

„დეცენტრალიზაციის რეფორმასთან დაკავშირებით ჩვენ ძალიან კონკრეტული ხედვა გვაქვს“

მსგავსი სტატიები

რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობების რეგულირება – მმართველი გუნდი კანონის გამკაცრებას ითხოვს

რეკრეაციულ ზონებში სამშენებლო აქტივობების რეგულირება – მმართველი გუნდი კანონის გამკაცრებას ითხოვს

19 თებ 2019

“ამ თემაზე ვაწარმოებ მოლაპარაკებებს დასავლელ ლიდერებთან, რომის პაპთანაც და ვლადიმერ პუტინთანაც”

07 დეკ 2017
„ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში“

„ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონის განხილვა უნდა გაგრძელდეს პარლამენტში“

12 იან 2018

უახლესი ამბები

  • ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

    ზურა ხაჩიძე: პირადად ჩემგან და ჩემი ძალიან დიდი სამეგობროსგან მიიღებთ ცხვირში!!! არავის მივცემთ უფლებას ამ ქვეყნის კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობას!

  • გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

    გია ვოლსკი: ვერტმფრენების თემა არის სპეკულაციური და მორალთან მწყრალად მყოფი

  • ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

    ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში – დაღუპულია 3 ადამიანი

  • მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

    მედია: ნათია თურნავა ადასტურებს, რომ სავალუტო ფონდის პროგრამა “დროებით შეჩერებულია”

  • გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

    გიორგი გიგაშვილი: ხვალ, 11:00 საათზე, კონსერვატორიასთან

  • ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

    ირმა გიგანი: კონსერვატორიას ვკარგავთ, ამით იცოდეთ, რომ ქვეყანა კარგავს წამყვან სფეროს, საქართველო კარგავს საგანძურს, წლების ნაშრომ, აქამდე სიმწრით მოტანილს

  • ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

    ლოს-ანჯელესში Balenciaga-ს ახალი მაღაზია გაიხსნა (ფოტოები)

  • „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

    „დანა გამოიტანა და მეგობარს სხეულში რამდენჯერმე ჩაარტყა“

  • სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

    სოფიკო ჭიაურელის ვარსკვლავის გახსნა (ვიდეო)

  • კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

    კონსერვატორიის საარჩევნო კომისიის განცხადება: ამავე ბრძანების დაუყონებლივი აღსრულების მოთხოვნიდან გამომდინარე, შეწყვეტილია რექტორის არჩევნების პროცედურა

Copyright 2019, News.ge
Create by makers.ge