გავრცელებული ინფორმაციით, დოდო გუგეშაშვილის ოჯახზე თავდამსხმელი, მათი ოჯახის ნაცნობია, „მაესტროს“ ინფორმაციით, კონფლიქტი ნოდარ გუგეშაშვილსა და მკვლელს შორის, წლების წინ, გარდაცვლილის მეგობარი გოგონას გამო დაიწყო. „მაესტროს“ წყაროს ცნობით, მკვლელობისთვის ძებნილი პირი რამდენიმე წელი ციხეში სასჯელს იხდიდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი შური იძია.
შეგახსენებთ, დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს უცნობი პირი თავს მათსავე საცხოვრებელ ბინაში დაესხა და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა. დოდო გუგეშაშვილის შვილი ადგილზე გარდაიცვალა, თავად გუგეშაშვილი კი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც მას სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით.
კომენტარები