კლუბ „ბასიანის“ ადმინისტრაცია იმ ორგანიზაციების უჩივის, რომლებიც ამბობენ, რომ ღამის კლუბში ნარკოტიკული საშუალებები იყიდება. „ბასიანის“ ადმინისტრაციაში ვარაუდობენ, რომ ამ ორგანიზაციების უკან გარკვეული ძალები დგანან. კლუბის დამფუძნებლის, ტატო გეთიას განცხადებით, „ქართული მარში“, გაზეთი „ასავალ-დასავალი“ და მედიასაშუალება „ობიექტივი“ კლუბის წინააღმდეგ მიზანმიმართულ კამპანიას ეწევიან.
„ყველაზე აქტიურები ამაში არიან „ქართული მარშელები“, ლადო სადღობელაშვილი, კორკოტაშვილი, სანდრო ბრეგაძე, მათ პლატფორმას აძლევს მედიასაშუალება „ობიექტივი“, ასევე ორი თვეა, გაზეთ „ასავალ-დასავალის“ ნომერი არ ყოფილა, სადაც „ბასიანის“ მიმართ აბსურდული ცილისწამება და ბრალდება არ ყოფილიყო. ეს არის პროგრესირებადი აგრესია, სწორედ ამიტომ ვართ დარწმუნებული, რომ ეს მიზანმიმართული, შეკვეთილი ამბავია“,-განაცხადა ტატო გეთიამ.
კომენტარები